მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების, ციფრული უნარების, ცხოვრებისეული და სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას. ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და ხდება თავდაჯერებული“,- აღნიშნავენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ სორმონის საჯარო სკოლაში, სადაც სწორედ ამ მიზნით, სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი აქტივობა დაიგეგმა, რომელიც ამჯერად, მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და კინოხელოვნებისადმი დამოკიდებულების ფორმირებას მიეძღვნა.
სორმონის საჯარო სკოლის მოსწავლეები კინოთეატრს ესტუმრნენ სადაც ფილმი „ჰაიდი“ ნახეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ფილმის თემატიკა სპეციალურად შეირჩა ბავშვებისთვის, რადგან სავსეა ისეთი ღირებული თემებით, რომელზე მსჯელობა ბავშვებთან ყოველთვის დროული და საჭიროა.
„სიკეთის კეთება, გარიყული ადამიანის საჩვენოსკენ შემობრუნება და დიდი მადლიერება, ეს ფასეულობები არასდროს ძველდება. „ჰაიდიც” ასეთ მარადიულ ღირებულებებზე დაწერილი ტექსტია, რომელიც ათბობს ბავშვების და უფროსების გულებსაც და აფიქრებს, თუ რამხელა სიხარულის მინიჭება შეგვიძლია ერთმანეთისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა