მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში პატრიოტული ღირებულებების გაღვივებას.
სკოლაში, კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს ტანკის მეთაურს, უფროს სერჟანტს - შმაგი სოფრომაძეს, რომელიც გახლავთ ძევრის სკოლის აღზრდილი საამაყო ქართველი გმირი.
ეროვნული გმირების ღვაწლსა და თავდადებაზე, მე-9 კლასის მოსწავლე თაკო ხეცაძემ საინტერესო ლექცია წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას პატრიოტული ემოციები გაუმძაფრა.
მოსწავლეებმა, ასევე იხილეს ფილმი - „შინდისი-მარადიული ბიჭები“ და უკეთ გაიაზრეს სამშობლოსათვის ბრძოლის, მისი თვითმყოფადობის დაცვისა და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.
სკოლის დირექტორი მანუჩარ ფანჩულიძე მოსწავლეებს მადლობას უხდის საინტერესო ღონისძიებისთვის და მათ წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„მთავარია, მოსაბეზრებელი მასწავლებელი არ ვიყო“...
„მე არასდროს მიფიქრია საჯარო სკოლაში გადასვლაზე, დიდი და წარმატებული ოჯახის წევრი ვარ და ეს ძალიან მახარებს“
საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა