მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით მნიშვნელოვან მოვლენებსა და თარიღებს აქტიურად აღნიშნავენ
ამჯერად, სკოლის IX ა კლასის მოსწავლეებმა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ტრაგიკულ დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეს - 25 თებერვალს, კლასის საათი მიუძღვნეს თემაზე - „მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს“ .
მოსწავლეებმა გაიხსენეს 1921 წლის 25 თებერვალი, საქართველოს რუსული საბჭოთა იმპერიის ნაწილად ქცევის დღე.
„მათ ისაუბრეს ქვეყნის თავისუფლების დამცველთა გმირობაზე, დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილზე, დღევანდელ სიტუაციასა და დაგმეს ოკუპაციაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე პატივი მიაგეს ქვეყნის თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს.
1921 წლის 25 თებერვალს რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო, რის შედეგადაც განახორციელა საერთაშორისო სამართლის სუბიექტის – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსია.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
„წარმატებული სკოლის წარმატებული ლიდერი იუბილარია“
„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“
ესპანეთში, ბავშვები დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს