TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

მირაშხანის საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ
27-02-2024
-
+


ტარიელ ქამაშიძის სახელობის ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებასა და მათში კითხვისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობა გაიმართა, რომელშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ I-VII კლასის მოსწავლეები.

ფილოლოგებისა და სხვა პედაგოგების მხარდაჭერით, მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული ხალხური ზღაპარი - „ასფურცელა“, საჯაროდ კითხვის შემდეგ გაიმართა დისკუსია, კითხვა-პასუხი და მსჯელობა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო წიგნის კითხვის პოპულარიზაციას. მოსწავლეები გააერთიანა მოწოდების - „წიგნის უდიდესი როლი ჩვენს ცხოვრებაში!“, ირგვლივ. 

მოსწავლეებს აუმაღლდათ მოტივაცია და გამოთქვეს სურვილი, რომ მსგავსი აქტივობების ხშირად ჩატარდეს სკოლაში.

სკოლაში, მადლობას უხდიან ორგანიზატორებსა და სკოლის ადმინისტრაციას გაწეული დახმარებისთვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება