სიახლეები
სკოლები

ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი აწკრიალდა
25-05-2018
-
+


ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში ბოლო ზარი აწკრიალდა. 

საკლასო ოთახი საგულდაგულოდ იყო მორთული, სადაც თავი სკოლის თითქმის ყველა მოსწავლესა და მასწავლებელს მოეყარათ. 

აქ ერთდროულად გაიმართა ,,ანბანის ზეიმი“ და ,,ბოლო ზარი“. ოთხი პირველკლასელი ოთხ მეთორმეტეკლასელი აცილებდა. უმცროსკლასელები სახეგაბრწყინებულ მეთორმეტეკლასელებს „შურიან“  თვალებს აყოლებდნენ. 

მოსწავლეები ერთმანეთს ლექსის თქმასა, სიმღერასა თუ ცეკვაში ეცილებოდნენ. შთამბეჭდავი იყო მეთორმეტეკლასელის გელა ჯალიაშვილისა და პირველკლასელი მარის ქართული ცეკვა. მეხუთეკლასელი ლუკა მამულაშვილის გამოსამშვიდობებელმა სიტყვამ ყველას ცრემლი მოჰგვარა. მიკროფონით ხელში გამოჩნდა მეშვიდეკლასელი ნინი ბიკაშვილი, რომელმაც ყველა კურსდამთავრებული შესანიშნავად დაახასიათა. პარალელულად, თითოეული მათგანისგან მათი სამომავლო გეგმების შესახებ ინტერვიუ აიღო.       

თორმეტი წლის განმავლობაში გაწეული ამაგისა და სიკეთისათვის პედაგოგებს კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაუხადეს. „ახალგაზრდობავ, გზებს გილოცავთ შუქით შემოსილს“, - თითოეული პედაგოგის სახეზე ეს სიტყვები იკითხებოდა.

სკოლის დირექტორმა თამილა ქურხაშვილმა და კლასის ხელმძღვანელმა მერი ნანობაშვილმა მეთორმეტეკლასელებს კეთილი სურვილები უსურვეს. მათ მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვაში დედობრივი მზრუნველობა და მოსალოდნელი განშორებისაგან გამოწვეული სევდაც უხვად იყო ჩაქსოვილი, ამავდროულად, ღრმა რწმენა იმისა, რომ არცერთი კურსდამთავრებული სკოლის სახელსა და ღირსებას არ შეარცხვენს და სადაც წავლენ, ყველგან ემახსოვრებათ -  „ვისი გორისანი არიან“.

სკოლის დირექტორმა თამილა ქურხაშვილმა მეთორმეტეკლასელებს გამოსაშვები გამოცდების წარმატებით ჩაბარება და ცხოვრების კლდოვან ბილიკებზე მხნე და გამართული  ნაბიჯების გადადგმა უსურვა. მანვე მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ასევე, ყველაზე დიდი საჩუქარი - ლამაზი სიმღერა უძღვნა მათ. 

დიდხანს წკრიალებდა ბოლო ზარი...

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოლიმპიადის მეორე ტურის საბოლოო შედეგები ცნობილია - ვინ გადავა III ტურში

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

როგორ უნდა დაიბრუნოთ გამოცდისთვის გადახდილი თანხა სრულად - ინსტრუქცია 

მასწავლებლობის უფლება ენიჭება რესურსცენტრის უფროსს, უფროსის ფუნქციის შემსრულებელსა და მის მოადგილეს 

ხელფასი 6570 ლარია - დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კონკურსს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი აცხადებს

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ოსწავლეები დებატების ხელოვნებას დაეუფლებიან და სხვადასხვა ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას

დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლაში დეზინფორმაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 

უდაბნოს საჯარო სკოლის მეორე კლასელებმა მოთხრობის გავლენით თოჯინები დაამზადეს

საინტერესო

უმთავრესი დილემა, რასაც „რომ“ კავშირის გამოყენებისას ვაწყდებით, არის - ყველა „რომ“ კავშირთან დაისმის თუ არა მძიმე და კონკრეტულად, სად უნდა დაიწეროს ეს მძიმე

თუ არ იცით, რომ იოსებ გრიშაშვილი, ვასილ ბარნოვი, ეგნატე ნინოშვილი  - იცით ამ მწერლების ნამდვილი სახელი და გვარი ?

სიახლეები
საზოგადოება