მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მოსწავლეებში სპორტისადმი სიყვარულის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამ მიზნით, სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში აქტიურად ერთვებიან და თავიანთ შესაძლებლობებს ღირსეულად წარმოაჩენენ, ამჯერად ისინი ბიატლონში, სამოყვარულო შეჯიბრში - „ბიატლონ სვანეთი 2024“, მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეჯიბრი პირველად ქვემო სვანეთში, კურორტ მუაშში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კურორტების განვითარების სააგენტოს, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოთხილამურეები ერთმანეთს თხილამურებით რბოლასა და შაშხანის მიზანში სროლაში შეეჯიბრნენ, რადგან ბიატლონი სპორტის სწორედ ამ ორ სახეობას აერთიანებს. ტურნირში მონაწილეობა მიიღო ვაჟებისა და გოგონების ხუთ სხვადასხვა ასაკობრივ გუნდად დაკომპლექტებულმა 34-მა მოყვარულმა სპორტსმენმა.
გამოვლინდნენ როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსნები, რომლებსაც ტურნირის სპონსორებისგან ფულადი პრიზები, საწვავი, კონფერენციაზე - „სპორტული მედიცინა, ინოვაციები, ხელოვნური ინტელექტი“, უფასო რეგისტრაცია, კურორტებზე განთავსება, სასაჩუქრე ვაუჩერები და სხვა მრავალი პრიზი გადაეცათ.
აღნიშნულ შეჯიბრში მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ და დამსახურებული ადგილებიც მოიპოვეს.
მელეს საჯარო სკოლა ულოცავს მის მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს წინსვლას როგორც სპორტულ და ასევე ინტელექტუალურ შეჯიბრებებში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა