მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N6 საჯარო სკოლაში საინტერესო სტუმრებს უმასპინძლეს.
სკოლაში, საფრანგეთის სააგენტოს - Campus France წარმომადგენელი, საუნივერსიტეტო და სტუდენტთა მობილობის მიმართულების ხელმძღვანელი - ნათია მსახალაძე და საფრანგეთის საელჩოს ატაშე ორანტენ ბოდინო იმყოფებოდნენ.
უფროსკლასელებთან შეხვედრისას აღინიშნა, რომ Campus France ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტური მობილობების მართვას, სტუდენტთა დაბინავებას.
„საფრანგეთი პროცენტულად უფრო მეტ სტუდენტს უფინანსებს სწავლას, საცხოვრებელს, ტრანსპორტს, ვიდრე სხვა ევროპული ქვეყანა, ეხმარება სტუდენტებს გაიუმჯობესონ კარიერული შესაძლებლობები. ყოველწლიურად იზრდება სტუდენტთა რაოდენობა, რომლებიც Erasmus-ის გაცვლითი პროგრამის საშუალებით სწავლას აგრძელებენ საფრანგეთში“, - აღნიშნავენ სკოლაში.
ამ დღეს მოსწავლეებმა მათთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ცოდნა მიიღეს, რაც აუცილებლად გამოადგებათ.
აქვე, ისიც დასძინეს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება საქართველოსათვის ნიშანია იმისა, რომ ფრანგული ენა ხდება წამყვანი, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ევროპული მომავალი.
შეხვედრა საინტერესო, ინფორმაციული და ნაყოფიერი იყო.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა