მასწავლებლები მუდმივად ახლის ძიებაში არიან, ცდილობენ, სიახლეებს ფეხი აუწყონ, მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზონ და მათ განვითარებაზე სხვადასხვა გზით იზრუნონ.რასაკვირველია, სიახლე არაა ის, რომ პედაგოგები სასწავლო პროცესში არაერთ მიდგომას იყენებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ თითოეული მოსწავლე განსხვავებულია და მათთან სხვადასხვა რამ ამართლებს. ამჯერად, ინფორმაცია მოვიძიეთ საკითხზე - როგორ უნდა გამოიყენოთ ნოველები მასწავლებლებმა, როგორც სწავლების სტრატეგია. აღნიშნულ თემაზე საკუთარ გამოცდილებას სასკოლო საზოგადოებას უცხოელი პედაგოგი და ბლოგერი ემი მეზინი პირადი ბლოგის საშუალებით,
უზიარებს.
მისი თქმით, ბავშვობაში თავადაც იმ მოსწავლეების რიგს მიეკუთნებოდა, ვისაც მოკლე მოთხრობები არ უყვარდა. მას სურდა, რომ დიდი ისტორია - რომანი წაეკითხა. ნოველებს კი ამბის მხოლოდ მცირე ნაწილად მიიჩნევდა. ახლა კი, როგორც პედაგოგი დარწმუნებულია, რომ მოთხრობების კითხვა აუცილებელია.
„როგორც მასწავლებელი, ამ მიმართულებით, ყოველთვის ვმუშაობდი. ჩემი აზრით, რომანები, ნიველები კითხვის სწავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. რა თქმა უნდა, მოსწავლეები ლექსებს, მოთხრობებსა და სხვა ტექსტებს კითხულობენ, თუმცა მე მჯერა, რომ ნოველები ბავშვებში კითხვის სიყვარულს აღვივებს“,- წერს პედაგოგი.
ბლოგერი წერს, რომ სასწავლო პროცესში რომანებისა და ნოველების ჩართვის დროს, ზოგიერთი მასწავლებელი რიგ შეცდომებს უშვებს. „მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეებთან ერთად რომანების კითხვა მიყვარს, მიმაჩნია, რომ ზოგიერთი მასწავლებელი მათი გამოყენებისას რამდენიმე კრიტიკულ შეცდომას უშვებს. წლების განმავლობაში, გამოცდილების საფუძველზე, რამდენიმე „საუკეთესო პრაქტიკა“ შევიმუშავე, რასაც გაგიზიარებთ“, ამბობს მასწავლებელი.
მოსწავლეების დონე გაითვალისწინეთ და არ შეზღუდოთმოსწავლის კითხვის დონე შეიძლება სხვადასხვა ფაქტორის მიხედვით განსხვავდებოდეს. მაგალითად, თუ მას ბეისბოლის ფონური ცოდნა აქვს, ალბათ, ბეისბოლთან დაკავშირებულ წიგნს უფრო მაღალ დონეზე წაიკითხავს, ვიდრე წიგნს ისეთ თემაზე, რომლის შესახებაც არაფერი იცის.
დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა არჩევანში თავისუფლებას, ეს მათ მოტივაციაზეც აისახება. პედაგოგს შეუძლია, რომ გამოკითხვაც ჩაატაროს და ხმის მიცემით გადაწყდეს, რა წიგნს წაიკითხავდნენ მოსწავლეები.
მოსწავლეები, ნოველების საშუალებით, ფონეტიკასაც ეუფლებიან
მართალია, ყველაფრის სწავლება რომანის საშუალებით არ შეიძლება, მაგრამ ბევრ რამეში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რასკვირველია, როდესაც საქმე წიგნის წაკითხვაზე მიდგება, მოსწავლეებმა ფონეტიკისა და მორგოლოგიის საფუძვლები უნდა იცოდნენ.
გარდა ამისა, ზოგიერთ მოსწავლეს დისლექსია და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მათ გარკვეულ საკითხებში უფტო მეტი დრო სჭირდებათ და ეს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს.
წინასწარ წაიკითხეთ რომანები სანამ საკითხზე მოსწავლეებთან ისაუბრებთ, მანამდე თავად კიდევ ერთხელ გაეცანით. ასე სხვადასხვა ფაქტს გაიხსენებთ, მოსწავლეებს ინფორმაციას ბევრად საინტერესოდ მიაწვდით და სარგებელიც, ბუნებრივია, უფრო მაღალი იქნება. ამა თუ იმ წიგნის დაწყებამდე, მასწავლებელმა უნდა ჩამოაყალიბოს, რა აქტივობების განხორციელება შეიძლება. გარდა ამისა, ნოველები სხვადასხვა აქტივობის ინსპირაციის წყარო შეიძლება გახდეს და მოსწავლეების მეტად გააქტიურება გამოიწვიოს.
მოსწავლეთა ენობრივი მარაგის გამდიდრებაზე იზრუნეთამაში ის იგულისხმება, რომ მოსწავლეებისთვის მკაფიო ინსტრუქცია გაწერეთ. მაგალითად, წინასწარ ჩამოწერეთ ის სიტყვები და მათი განმარტებები, რაზეც ფიქრობთ, რომ მათ არ ეცოდინებათ. აუცილებელია, რომ ასეთი სიტყვების რაოდენობა გონივრულ ოდენობამდე დაიყვანოთ, მოსწავლეები ყველაფერს ერთ დღეში ვერ ისწავლიან და ასე მეტად დაიბნევიან. თუ საქმე უცხო ენასთან გაქვთ, მაშინ დაახლოებით, 10 სიტყვა ჩამოუწერეთ.
ფოკუსირდით იმაზე, რომ მოსწავლეებმა შინაარსი გაიგონ
მოსწავლეების განვითარებისთვის ყველაზე კარგია, რომ წიგნის კითხვა შეუყვარდეთ. ამისთვის კი, ის ისტორიები უნდა აინტერესებდეთ, რაც ნაწარმოებებში წერია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა იზრუნოს, ბავშვებმა, პირველ რიგში, შინაარსი გაიაზრონ. მათ პედაგოგმა სხვადასხვა შემამოქმებელი კითხვები უნდა დაუსვას. სულ თავიდან კი, იმაზე უნდა იფიქროს, რისი ცოდნა იქნებოდა კლასისთვის საინტერესო.
რუტინა ჩამოაყალიბეთ
ნაწარმოებების წაკითხვისთვის კონკრეტული დრო გამოყავით. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ მოსწავლეებმა ამბავი კარგად გაიაზრონ, დაინტერესდნენ. თუ ერთ თავს ორშაბათს წაიკითხავთ და მეორეს პარასკევს, ეს მათ ინტერესს დაუკარგავს და შესაძლოა, დემოტივირებულებიც აღმოჩნდნენ.