მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების გააქტიურებისთვის მასწავლებლები არცთუ იშვითად მიმართავენ რეფლექსიას, რომელიც გამოცდილების, მოვლენის, სიტუაციის ან თემის შესახებ ღრმა და გააზრებული ფიქრის აქტია.
რეფლექსიის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია:
• ინტროსპექტივა (ლათ. „ვიხედები შიგნით”): ის გულისხმობს „შინაგან ხედვას“ და კონკრეტული მოვლენისა თუ გამოცდილების შესახებ საკუთარი აზრების, ემოციებისა და რეაქციების შემოწმებას. ის უბიძგებს ინდივიდებს, გამოიკვლიონ თავიანთი შინაგანი სამყარო, თვითშეგნება, უშუალოდ დააკვირდნენ თავიანთ ცნობიერს; ეს არის თვითდაკვირვების, საკუთარი აზრების იდენტიფიცირებისა და აღქმის გზა;
• გააზრებული ჭვრეტა: ეს არ არის მოვლენების მხოლოდ ზედაპირული გახსენება – გამოცდილების გააზრებული და ღრმა ჭვრეტაა. ის გულისხმობს დაფიქრებას სიტუაციის სხვადასხვა ასპექტსა და შედეგებზე, მათ გაანალიზებას და შესწავლას;
• ანალიზი და შეფასება: როდესაც ინდივიდი აანალიზებს თავისი ქმედების, ქცევისა და გადაწყვეტილების მიზეზებს, ის ასევე აფასებს თავის არჩევანს და განიხილავს ალტერნატიულ მიდგომებსაც, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებული და გაზიარებული ყოფილიყო;
• სწავლა და ზრდა: რეფლექსია სწავლისა და პიროვნული ზრდის ძლიერი ინსტრუმენტია. გამოცდილების ასახვით, წარმოჩენით, ინდივიდს შეუძლიათ ისწავლოს საკუთარი წარმატებებისა და შეცდომების მაგალითზე, უკეთ ჩამოაყალიბოს მომავალი გადაწყვეტილებები;
• თვითშემეცნება: რეფლექსიის საშუალებით ინდივიდი უფრო მეტად აცნობიერებს საკუთარ თავს, უფრო ღრმად ხედავს თავის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ღირებულებებს, რაც პიროვნული განვითარებისა და პოზიტიური ცვლილებების საფუძველია;
• პრობლემის გადაჭრა: რეფლექსია წარმოგვიდგება როგორც პრობლემის გადაჭრის ტექნიკა, რომლის საფუძველიც წარსული გამოცდილებაა;
• ცოდნის გამოყენება: რეფლექტორული აზროვნება საშუალებას აძლევს ინდივიდს, დაუკავშიროს თავისი გამოცდილება არსებულ ცოდნასა და თეორიებს. წინარე ცოდნისა და ახალი გამოცდილების ეს ინტეგრაცია აძლიერებს მასალის გაგებისა და გაცნობიერების დონეს;
• კონტექსტუალიზაცია: რეფლექსია ეფუძნება გამოცდილების ფართო კონტექსტს, რომელშიც აირეკლება გარე ფაქტორებისა და სხვადასხვა სიტუაციის გავლენა როგორც ინდივიდზე, ისე გარემომცველ სამყაროზე.
რეფლექსია ძირითადად წერილობითი და ზეპირი ფორმით ხორციელდება, მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო გზა – ფიქრის გზა: რამდენიმე წამით დაფიქრება საკუთარ გამოცდილებაზე. პედაგოგები ხშირად მიმართავენ ამ გზას მოსწავლეთა შედეგებისა და ემოციური ინტელექტის გასაუმჯობესებლად. მთავარია, რომ ინდივიდს შეუძლია, რეფლექსიით თავის გამოცდილების, უწყვეტი სწავლისა და პროგრესის მნიშვნელობა დაინახოს, რისი წყალობითაც შემდგომ გადასადგმელი ნაბიჯებიც უფრო ცხადი გახდება.
წყარო maswtsavlebeli.ge
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს
სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ
მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ