TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

π რიცხვისადმი მიძღვნილი პერფორმანსი თელავის N5 საჯარო სკოლაში
28-02-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში π რიცხვის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პირველი პერფორმანსი -  „კავკასიური ცარცის წრე“, ჩატარდა.

ინიციატივას მათემატიკის და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი მარიამ ზაქარიაშვილი ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ რიცხვი π მათემატიკაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა. იგი იწვევს დაინტერესებას თავისი იდილიური, ამოუცნობი თვისებებით. არცერთი რიცხვი არაა ასეთი საკვირველი, მისი დაუსრულებელი რიცხვითი მწკრივის გამო. იგი სარგებლობს განსაკუთრებული დიდებით და ყურადღებით. მისი ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. π(პი) რიცხვისადმი პატივისცემის ნიშნად მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება 1988 წლიდან ყოველწლიურად მარტის თვეში აღნიშნავს π რიცხვის დაბადების დღეს. ამ დღედ შერჩეულია წლის მესამე თვის მარტის 14 რიცხვი, 15 საათი, რაც დაკავშირებულია π რიცხვის მიახლოებით მნიშვნელობასთან.   

მოსწავლეებმა, ხაზი გაუსვეს, რომ π რიცხვი თავისი ამოუცნობი, ბურუსით მოცული ბუნებით იჭრება ადამიანთა მოღვაწეობის უამრავ სფეროში, მათ შორის მასწავლებელთა და მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობაში, რამაც განაპირობა π რიცხვით დაინტერესება და მისი პერფორმანსის წარმოდგენა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, π რიცხვის პერფორმანსი, სკოლის მათემატიკის კათედრის ინიციატივითა (კათედრის გამგე მარიამ ზაქარიაშვილი) და სკოლის ადმინისტრაციის: სკოლის დირექტორის ლია ლეშკაშელის,  სკოლის დირექტორის მოადგილის სასწავლო დარგში - ნათია თათულიშვილის, მხარდაჭერით დაორგანიზდა და გააერთიანა მათემატიკის კათედრის წევრები: ლია ლეშკაშელი, ნინო ვაყელიშვილი, ინგა ბიძინაშვილი. სკოლის მასწავლებლები: ფიზიკის მიმართულებით - ლალი ჩაჩხიანი; ფიზიკური აღზრდის მიმართულებით - ქეთევან სუმბაძე.  სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები.

„ღონისძიება გაჯერებული იყო სხვადასხვა საინტერესო ინტერაქტიური აქტივობით, რაც დაკავშირებული იყო წრე/წრეწირის, π რიცხვის გამოყენებასთან: ყოველდღიურ ცხოვრებაში, სამყაროს აგებულებაში, ბუნებაში, არქიტექტურაში, ხელოვნებასა და ა.შ.  გაიმართა პოსტერების გამოფენა/დათვალირება, მოხდა π რიცხვის პრაქტიკულად გამოთვლა, წარიმართა წრე/წრეწირთან დაკავშირებული სპორტული სცენები. თითოეულ აქტივობას უძღვებოდა აქტივობის მენტორი მასწავლებელი კლასების ნამუშევრების მიხედვით“,- გვიყვებიან სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ π რიცხვის პერფორმანსს ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მშობლები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა π რიცხვს დაბადების დღე სიმღერით და სიმულაციური „ტორტით“ მიულოცეს.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს საზეიმოდ გადაეცათ სამახსოვრო სერტიფიკატები. 

ღონისძიება სკოლის ადმინისტრაციის,  მასწავლებლების, მოსწავლეების, დამსწრე სტუმრების მხრიდან დადებითად შეფასდა. გამოითქვა მოსაზრება, რომ π რიცხვის დაბადების დღისადმი მიძღვნილი პერფორმანსი გაგრძელდეს ყოველწლიურად და იქცეს ტრადიციად.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება