მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები საზეიმოდ დახვდნენ, ამავე სკოლის ყოფილ და საამაყო მოსწავლეს ალექსანდრე ზაზარაშვილს.
როგორც სკოლაში უწოდებენ, „ვარსკვლავურ გზაზე შემდგარ მომღერალს“, გულთბილი, ემოციებით სავსე, სიხარულითა და სიყვარულით დატვირთული დღე მიუძღვნეს.
დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტა დღის გმირიც, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავსი ემოციების მიღებას ვერსად შეძლებდა ისე, როგორც მის მშობლიურ სკოლაში.
„როგორი დახვედრა მომიწყო ჩემმა რუისის N2 საჯარო სკოლამ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელი სკოლის მასწავლებლებს ასეთი თბილი და ტკბილი დახვედრისათვის, განსაკუთრებით ლელა სულეიმანაშვილს და ნანა ბეჟუაშვილს.
ამხელა სითბო და სიყვარული შეიძლება უდიდესი სცენებიდან ვერ მიმეღო, რამხელაც, ბავშვებმა ჩემი სოფლიდან მომანიჭეს.
მე კი ბედნიერი ვარ რომ შევძელი მათთვის სტიმულის და იმედების მიცემა, რაც წარმატებისთვის აუცილებელია!“,- აღნიშნა ალექსანდრემ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა