TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის ფიზიკის მოყვარულთა კლუბის წევრები შემეცნებითი ტურით საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ოფისს ესტუმრნენ
29-02-2024
-
+


წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის, ფიზიკის მოყვარულთა კლუბის წევრები (კლუბის ხელმძღვანელი, ფიზიკის პედაგოგი ზურაბ გოგოლაძე), შემეცნებითი ტურის ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის სათაო ოფისს, სასწავლო ცენტრსა და ქვესადგურ „ნავთლუღი 220-ს“ ესტუმრნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, სსე-ის სათაო ოფისში უფროსკლასელებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.

მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.

შემეცნებითი ტურის ფარგლებში კლუბის წევრები ასევე ეწვივნენ „ნავთლუღი 220-ს“.

ქვესადგურის დათვალიერებისას, მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში, დაესწრნენ დიაგნოსტიკის სამსახურის ლაბორატორიაში დამცავი საშუალებების მაღალი ძაბვით გამოცდის პროცესს.

შემეცნებით ტურზე, მოსწავლეებთან ერთად, იმყოფებოდა გიმნაზიის რექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, რომელმაც საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის გიმნაზიის დირექცის სახელით, მადლობა გადაუხადა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელობას, რომლებიც 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება