სიახლეები
სიახლეები

ქუთასის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა იწყება
28-02-2024
-
+


27 თებერვალს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ცერემონია გაიმართა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძე და აზერბაიჯანის ეკონომიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (UNEC) რექტორმა, პროფესორმა ადალატ მურადოვმა.

პარტნიორობა მიზნად ისახავს ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას, ერთობლივი საგანმანათლებლო (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) პროგრამების განხორციელებას, სტუდენტთა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას, პუბლიკაციებისა და სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლას. სამეცნიერო ინფორმაციის გაფართოება და გაძლიერება, ასევე, სტუდენტებისა და პერსონალის გაცვლა, დაამყარებს ორივე მხარისათვის სასარგებლო თანამშრომლობას.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აზერბაიჯანული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. ვიზიტის დროს დელეგაციის წევრები შეხვდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეს პროფესორ მიხეილ ჩხენკელს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ თავჯდომარეს ნიკოლოზ ჩხეტიანს, ფონდი „ქართუს“ პროექტების დირექტორს ვახტანგ ცაგარელს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის გუნდის წევრებს. დელეგაციის წევრები გაეცნენ KIU-ს საუნივერსიტეტო ქალაქს, აკადემიურ პროგრამებს, უნივერსიტეტის მისიას, მიზნებს და განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აფინანსებს საერთაშორისო-საქველმოქმედო ფონდი „ქართუ.“ უნივერსიტეტის დაფუძნების იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს. უნივერსიტეტი 2020 წელს გაიხსნა და დღეისათვის 1200-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რომლებიც სწავლობენ კომპიუტერული მეცნიერების, მათემატიკის და მენეჯმენტის ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე (დამატებითი ინფორმაციისთვის იხ.: www.kiu.edu.ge). 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება