მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთის საჯარო სკოლა, სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე ჩართულია პროექტში - „მეგობრობის ხიდი“.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში აქტივობები და დავალებები იცვლება ყოველ 2 კვირაში ერთხელ, ისინი გათვლილია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებზე და მათში მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ერთვებიან.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან პროექტის ხელმძღვანელს - მარი ხარიტონაშვილს, მას პროექტში ჩართული ჰყავს საქართველოს მასშტაბით 30-მდე სკოლა სხვადასხვა რეგიონიდან და დედაქალაქიდან. მათ შორის არის კოტიანეთიც, რომლის ხემძღვანელი ეკა ადამია გახლავთ.
პროექტ - „მეგობრობის ხიდის“, ფარგლებში კოტიანეთის საჯარო სკოლაში მოულოდნელი სიკეთის კვირეული მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დამხმარე პერსონალს სიყვარული და სითბო აჩუქეს მოსწავლეებმა.
როგორც სკოლის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აქტივობა სასურველ შედეგზე გავიდა და შეძლეს მოულოდნელი სიკეთის გაზიარება. აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე მასწავლებლები არიან: ნ.კვარაცხელია; ლ.კობახიძე; მაია ადამია; ლიკა კუპრეიშვილი და მარი ხუხია.
სკოლის საინტერესო ინიციატივაში მე-3-მე-5-მე--6 კლასების მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესითა და სურვილით ჩაერთნენ.
სკოლის ხელმძღვანელი, მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა იდეის განხორციელებაში.
„უმორჩილესი მადლობა ყველას... მადლობა დამრიგებლებს - ელისო პირტახიას; მ.ადამიას ასევე ჩვენს გვერდით მეგობრული თანამშრომლობისათვის და ყველა კოლეგას. მეიმედებით მეამაყებით!!! დიდი მადლობა ყველას, ვისაც გულით უხარია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების წარმატებები. გვინდა ხელი შევუწყოთ მომავალი თაობის გონებრივ, ესთეტიკურ, სულიერ, ზნეობრივ აღზრდას, XXI საუკუნის ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. იმედი გვაქვს მშობლებისა და მთელი სასკოლო თემის თანადგომისა. ერთად ბევრ რამეს შევძლებთ! მადლობა მშობლებს თანადგომისათვის“, - აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი ეკა ადამია.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა