TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

„მედიაწიგნიერება - ინფორმაციული ტექნოლოგიებით ინფორმაციის გაცვლის ფორმა“-ჭოგნარის საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებლის - თამარ შანიძის საინტერესო სტატია
28-02-2024
-
+


ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პედაგოგები ასწავლიან. მათ შორის არის გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი თამარ შანიძე.

მისთვის მნიშვნელოვანია სწავლა-სწავლების პროცესის განვითარებისთვის ახალი გზებისა და მოდგომების ძიება, გამოცდილებას კი, კოლეგებს ყოველთვის სიამოვნებით უზიარებს. 

ამჯერად, პედაგოგი გვთავაზობს სტატიას - „მედიაწიგნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიებით ინფორმაციის გაცვლის ფორმა“.

მენტორი მასწავლებლის სტატიას უცვლელად გთავაზობთ:


მედიაწიგნიერება, ინფორმაციული ტექნოლოგიებით ინფორმაციის გაცვლის ფორმა

საგანმანათლებლო სივრცეში გამჭოლი კომპეტენციების მიხედვით სასწავლო-აღმზრდელობითი მუშაობა საშუალებას იძლევა აღსაზრდელებისთვის საგანთაშორისი კავშირები კიდევ უფრო ცხადი გახდეს, აღსაზრდელებმა დაინახონ ამა თუ იმ საგნის სწავლის პრაქტიკული მიზეზი, დაუკავშირონ ცხოვრებისეულ გამოწვევებს და შეძლონ სიტუაციური საჭიროებების დაკმაყოფილება. ყველა გამჭოლი კომპეტენცია თანაბრად ღირებულია საგანმანათლებლო სივრცისთვის. თანამედროვე ცხოვრებისეული გამოწვევები ითხოვს აღსაზრდელებში მრავალ სხვადასხვა გამჭოლ კომპეტენციას შორის მედიაწიგნიერების უნარების განვითარებას, რაც ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებით პროდუქტის შედგენისა თუ ინფორმაციის გაცვლის მექანიზმებს შეისწავლის.

მედიაწიგნიერების ფარგლებში დაგეგმილი აქტივობებით აღსაზრდელებმა შეისწავლეს ინფორმაციული ტექნოლოგიების საკომუნიკაციო მნიშვნელობით გამოყენების სტრატეგიები, კომპიუტერული საშუალებების მოხმარება პროდუქტის შექმნის მიზნით, ასევე საავტორო და მომხმარებლის უფლებები, როგორც თავიანთი, ასევე სხვების უფლებების დაცვის მიზნით. აღსაზრდელები შეეცადნენ სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნის თემატურ დაკავშირებას, შემდეგ პედაგოგის ფასილიტაციის გზით შეძლეს მისი თარგმანი მართებული გრამატიკული ფორმებით და საბოლოოდ პროდუქტად ფორმირება.

აღსაზრდელებმა იმსჯელეს შესაქმნელი პროდუქტის ფორმასა და წარმოსაჩენ მხარეზე, პროდუქტის რა ფორმა იქნებოდა უფრო მისაღები, საინტერესო, მიმზიდველი და პუბლიკისთვის გასაგები. რისი გაკეთება შეეძლოთ დამოუკიდებლად ამ პროდუქტისთვის და რაში სჭირდებოდათ პედაგოგის ფასილიტაცია. ერთობლივად შეთანხმდნენ  პროდუქტის შესაქმნელად ტელეფონის ვიდეო-ჩანართი  გამოეყენებინათ, რაც ტექნიკურად უფრო მოსახერხებელი იქნებოდა მათთვის.

ლოგიკურად გაჩნდა ავტორისა და მომხმარებლის უფლებების ცოდნის აუცილებლობა, რომელიც აღსაზრდელებმა თვითონ მოიძიეს ინტერნეტ სივრცეში, გაეცვნენ ყველა დეტალს, თუ რა იყო მათი უფლება და რის საშუალებას იძლეოდა ის შედგენილ პროდუქტთან მიმართებაში. აღსაზრდელები პარალელურად გაეცნენ ინტერნეტ ტერმინოლოგიების მნიშვნელობებს, რომლებიც კიბერბულნგთანაა კავშირში.  მათ შეისწავლეს ინტერნეტში მობინგის თავიდან ასაცილებლად საჭირო ყველა პრევენციული ზომა, რომ შედგენილი პროდუქტის გავრცელების შემდეგ მათ ადამიანურ უფლებებს საფრთხე არ დამუქრებოდა. გაკვეთილის ამ ნაწილში გაეცნენ აგრეთვე იმ ტერმინოლოგიის ზუსტ მნიშვნელობებს, რომლებსაც თითქმის ყოველ დღე იყენებდნენ, ან ესმოდათ თუმცა მათი პირდაპირი მნიშვნელობების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ჯგუფური მუშაობის ფორმატში შეედგინათ დიალოგი თავიანთი თავის წარმოჩენის მიზნით, ამისათვის შეადგინეს დიალოგი ქართულ ენაზე და შეეცადნენ შედგენილ დიალოგში წარმოდგენილი წინადადების წევრებისათვის შესაბამისობები მოეძებნათ მეორე უცხოურ ენაში, გერმანულში. აღნიშნული დავალება პირველ რიგში თავიანთი კომპეტენციებით თარგმნეს აღსაზდელებმა. იყო შეცდომები და გრამატიკული უზუსტობები, რომლებიც ერთობლივად გააანალიზეს მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად, შეეცადნენ შეცდომების ანალიზს და ერთობლივი მსჯელობის საფუძველზე კარგად გაითავისეს შეკითხვის დასმის ტექნიკა, მასში ზმნისა და კითხვითი სიტყვის ადგილი, მსგავსება და განსხვავება ქართულ და გერმანულ ენებში კითხვითსიტყვიან და არაკითხვითსიტყვიან წინადადებებში  მეტყველების ნაწილების პრიორიტეტები.

მედიაწიგნიერების პროდუქტის შესაქმნელად თითოეულ ეტაპზე აღსაზრდელებმა შეძლეს მოძიებული ინფორმაციისა და შეძენილი ცოდნის სინთეზი. კარგად გაითავისეს მედიაწიგნიერების არსი.
                                                   
ბადრი ბასილაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლის გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი თამარ შანიძე.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება