მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში წიგნიერების დონის ამაღლებასა და კითხვის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მე-3ა კლასის მოსწავლეები და ხელმძღვანელი, ნათია გიგაშვილი მასშტაბურ კამპანიას დიდი სიამოვნებით შეუერთდნენ და ეს დღე საინტერესოდ გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა მოსწავლემ, შემქნა დიდი წიგნი - „დავით აღმაშენებელი“, რომელმაც არა მარტო მასწავლებლის, არამედ კლასელების დიდი მოწონება დაიმსახურა.
კლასში წიგნის განხილვა მოეწყო, რაც პედაგოგმა ფირზე აღბეჭდა.
„კითხვა ის შესაძლებლობაა, რომლის მეშვეობითაც უნებლიეთ,ხშირად გაუაზრებლად, სხვის ტყავში, სხვის სულში აღმოვჩნდებით ხოლმე. ვმოგზაურობთ სხვა დროსა და სივრცეში. ემოციას სიამოვნებით ვუზიარებთ ერთმანეთს, ვავლებთ პარალელებს და ჩვენი ფანტაზიით ვიქმნით წარმოდგენებს.
ასე მოხდა ჩემ კლასში, სადაც ერთ-ერთი მოსწავლის მიერ შექმნილმა დიდმა წიგნმა - „დავით აღმაშენებელი” შთაბეჭდილება მოახდინა სრულიად კლასზე და ეს განცდა სიამოვნებით აღვბეჭდე ფირზე.
საკლასო სივრცეში დაწყებული აქტივობა სახლში, მშობელთა ჩართულობით გაგრძელდა. გააზრებულმა, ერთობლივმა მითხვამ შედეგი გამოიღო, რაც მეორე დღეს წარმოდგენილ პრეზენტაციაში თვალნათლად გამოჩნდა“, - გვიამბობს კლასის ხელმძღვანელი.
მოსწავლეებისთვის დღე ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა