სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„სკოლაში მუშაობა უნდა აბედნიერებდეთ“ - რა უნდა გაითვალისწინოთ სკოლის მართვისას
01-03-2024
-
+


სკოლის დირექტორობა ლიდერობას, ყოველ დღე სასკოლო საზოგადოებისთვის ზრუნვას, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნასა და თითოეული ადამიანის წინაშე უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს. 

„საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტში“ ვკითხულობთ, „სკოლის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ კონტექსტს, არსებულ გამოწვევებსა და სკოლის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და საფრთხეებს, მოქმედ რეგულაციებსა და განათლების პოლიტიკის პრინციპებს“. 

ყოველივე ამის გათვალისწინებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ სკოლის ხელმძღვანელობა მართლაც ძალიან საპასუხისმგებლო და რთული საქმიანობაა, რასაც etaloni.ge-სთან თავად დირექტორებიც აღნიშნავენ. მათ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, დირექტორობის მსურველებს რჩევები მისცეს. გარდა ამისა, ისაუბრეს იმაზეც, თუ რას უნდა ელოდონ სკოლაში, როგორი გარემო დახვდებათ. აღსანიშნავია, რომ დირექტორებმა ყურადღება მასწავლებლობის მსურველებზეც გაამახვილეს.:

ვალერი კანკაძე, ვანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორობის მსურველებისთვის ჩემი სამი ძირითადი რჩევა იქნებოდა: სკოლაში დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყონ, ჰუმანური მიდგომები გამოიყენონ და მუდამ განვითარებაზე იზრუნონ. ასევე, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, იმ ადამიანებს დაეკითხონ, ვინც ამ საქმიანობას წლების განმავლობაში ეწეოდნენ და დირექტორები იყვნენ. ეს იმდენად შრომატევადი სამუშაოა, რომ, ფაქტობრივად, ყველაფერს უნდა მოსწყდე - ოჯახს, სამეგობროს, შენს წრეს. მხოლოდ და მხოლოდ სკოლისკენ და სასკოლო გარემოს განვითარებისკენ უნდა იყო მიმართული. პირადად მე, საკუთარი ოჯახისთვის არ მცალია. იმ ადამიანებისთვის, ვისაც პედაგოგობა უნდათ, იგივე რჩევები მექნებოდა. თუკი თანამედროვე სკოლაში მეგობრულად, დემოკრატიული პრინციპებითა და ჰუმანური მიდგომებით არ შეხვალ, დასაწყისშივე ძალიან ცუდ შედეგზე გახვალ.

მიმოზა ტყებუჩავა, თბილისის N89 საჯარო სკოლის დირექტორი:

იმ ადამიანებს, ვისაც სკოლის დირექტორობა უნდათ, ვურჩევდი, პირველი - მოსწავლეები, მათზე ზრუნვა ძალიან უყვარდეთ, ვინაიდან სკოლას სხვანაირად ვერ უხელმძღვანელებ. სკოლა ის დაწესებულებაა, რომელიც მოქალაქეს ზრდის, პიროვნულ თვისებებს უყალიბებს და ცხოვრებისთვის ამზადებს. მეორე - ეფექტური კომუნიკაციის უნარი და დიდი ნებისყოფა უნდა გამოავლინონ, რადგან სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობა მოუწევთ. მათ შორის არიან მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. შეიძლება სხვადასხვანაირ შემთხვევასთან გქონდეს საქმე, ამიტომაც ძალიან მოზომილი ნაბიჯებია საჭირო. მესამე - ეს რჩევა არ იქნება, მათ უბრალოდ წარმატებას ვუსურვებ, მადლობას გადავუხდი იმისთვის, რომ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისაც ამ საპასუხისმგებლო საქმის შესრულება სურთ. დირექტორობა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა, ამავდროულად, საინტერესო, რადგან შეხება მოსწავლეებთან გვაქვს.

მარიამ გელაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი პირველი რჩევა იქნება, კარგად დაფიქრდნენ, სანამ არჩევანს გააკეთებენ. მათ სკოლაში ბევრი გამოწვევა ელოდებათ, ამიტომაც მნიშვნელოვანია, პრობლემის იდენტიფიცირება შეეძლოთ. ვფიქრობ, სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობისას, მთავარი ემპათიის უნარია - ვისაც ესაუბრები, მის მდგომარეობაში უნდა შეხვიდე და სხვისი პოზიცია გაითვალისწინო. იმ ადამიანებს, ვისაც პედაგოგობა სურთ, ფაქტობრივად, იმავეს ვურჩევდი, არჩევანი გადაამოწმონ, რათა არ შეცდნენ. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მასწავლებლობა მოწოდებაა. მათ სკოლაში მუშაობა უნდა აბედნიერებდეთ, სხვანაირად აზრი არ აქვს. შეიძლება პიროვნება პროფესიონალი იყოს, თუმცა მისი პროფესია არ აბედნიერებდეს, რაც ცუდია.

მალხაზ ნატარიძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის დირექტორი:

მომავალ დირექტორებს, სკოლის ხელმძღვანელობის მსურველებს ვურჩევდი, რომ სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრთან ითანამშრომლონ, კოლეგიალურობა და პატივისცემა გამოიჩინონ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ლიდერები იყვნენ, სკოლის ხელმძღვანელობა სწორედ ამას გულისხმობს. მათ სკოლაში დახვდებათ გარემო, რომელიც სასწავლო პროცესზეა მორგებული და ისეთ განათლებას იძლევა, რასაც განათლების სამინისტრო ითხოვს. რაც შეეხებათ მასწავლებლობის მსურველებს, ისინი ამისთვის ყველანაირად მზად უნდა იყვნენ, არსებობს სხვადასხვა ტრენინგი. გარდა ამისა, უნდა იცოდნენ, რომ კვალიფიკაციის დადასტურება გამოცდებითაა შესაძლებელი და შემდეგ ანაზღაურებაც უფრო მაღალი იქნება. ეს მათ მოტივაციაზეც დადებითად აისახება.

ხათუნა ქუქიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისციხეს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორს, პირველ რიგში, ლიდერის როლის მორგება უნდა შეეძლოს, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გამოავლინოს. მან თანამშრომლებთან ურთიერთობა უნდა შეძლოს, რამეთუ ლიდერის უპირველესი მოვალეობა სკოლის ერთობლივი და არა ერთპიროვნული მართვაა. გარდა ამისა, ნდობის მოპოვება უნდა შეეძლოს, ობიექტურობა, სამართლიანობა გამოიჩინოს. ჩემი აზრით, დირექტორობა ურთულესი საქმეა, ადამიანი სკოლის მესაჭე უნდა იყოს. სკოლა სწავლის ხარისხის უშუალო განმსაზღვრელია. დირექტორობის მსურველებს ვეტყოდი, რომ სკოლაში მრავალფეროვანი გარემო დახვდებათ, რისთვისაც მზად უნდა იყვნენ. დირექტორი საქმეს ერთი ხელის მოსმით ვერ გააკეთებს, მას ყველაფრის დაგეგმვა და შემდეგ განხორციელება უნდა შეეძლოს. 

რეზო ვადაჭკორია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

პასუხისმგებლობა, სამართლიანობა და კოლეგიალობა - სკოლის დირექტორმა სასკოლო საზოგადოებასთან ეს სამი რამ უნდა გამოავლინოს. მომავალ დირექტორებსაც ვურჩევდი, რომ ყურადღება ამაზე გაამახვილონ. ვფიქრობ, სანამ არჩევანს გააკეთებენ, სამუშაოდ თეორიულად და პრაქტიკულად მზად უნდა იყვნენ. მომავალ პედაგოგებს ვეტყოდი, რომ მუდამ სიახლის ძიებაში იყვნენ, მათ თანამედროვე სტანდარტებისთვის ფეხის აწყობა უნდა შეეძლოთ და ამისთვის იმუშაონ. მნიშვნელოვანი საკითხია სასკოლო საზოგადოებასთან ურთიერთობაც.

ლია ხაჩირაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ დირექტორობის მსურველი პროფესიონალი უნდა იყოს. რჩევებს რაც შეეხება, კომუნიკაბელურობა, ობიექტურობა გამოიჩინოს. მან საკუთარ თავსა და პრობლემებზე მაღლა სკოლა უნდა დააყენოს. ზოგადად, სკოლაში როგორი გარემო შეიქმნება, დირექტორზეა დამოკიდებული. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელმძღვანელობის მსურველები, რასაც ელიან, შესაძლოა ისეთი გარემო სულაც არ დახვდეთ, თუმცა უნდა ეცადონ და სასკოლო საზოგადოება ისეთი გახადონ, როგორიც თავად წარმოედგინათ. ამის გაკეთება ძალიან ძნელია, რამდენი ადამიანიც არის, იმდენი განსხვავებული ხასიათია, თუმცა მათ უნდა შეძლონ, რომ ყველა მათგანი საერთო მიზნისკენ მიმართონ. ჩემი აზრით, როდესაც სკოლაში გუნდური გარემოა, არ არსებობს პრობლემა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება