სიახლეები
სიახლეები, სკოლები, სამასწავლებლო

„უნდა დარწმუნდნენ, რომ ლიდერობისა და სკოლის გაძღოლისთვის მზად არიან“ - დირექტორები საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის პრინციპებზე
29-02-2024
-
+


დირექტორი საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით, სასკოლო საზოგადოებისთვის მოდელს წარმოადგენს - ეს საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტში წერია. მართლაც, სკოლის გაძღოლა თავისთავად ნიშნავს, რომ ადამიანი ლიდერი, საკუთარი საქმის პროფესიონალი და მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს. 

ამას თავად სკოლებს ხელმძღვანელებიც ამბობენ, რომლებმაც etaloni.ge-სთან საუბრისას აღნიშნეს, რომ სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, სადაც ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან შეხება, სხვადასხვა გამოწვევისთვის თავის გართმევა და ახალგაზრდათა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა უწევთ. 

სკოლაში მუშაობა - დირექტორობა თუ მასწავლებლობა მართლაც უდიდეს პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. ამიტომაც, იმ ადამიანებმა, ვისაც ცხოვრების სკოლასთან დაკავშირება სურთ, კარგი იქნება, იცოდნენ, თუ რას უნდა ელოდნენ. მათ, საკუთარი მაგალითის საფუძველზე, რჩევებს გამოცდილი დირექტორები უზიარებენ:

ნინო გახარია, ჯამბულ წურწუმიას სახელობის ქალაქ თბილისის N94 საჯარო სკოლის დირექტორი:

რთულია, დირექტორობის მსურველებისთვის, რჩევა რამდენიმე წინადადებით გასცე, თუმცა, პირადად მე, რასაც ყოველდღიურად ვეხები და ჩემნაირი სკოლის დირექტორისთვის მნიშვნელოვანია, ყურადღებას იმაზე გავამახვილებ. ჩვენთან 2200 მოსწავლე და 140 თანამშრომელია. ამასთან, ვფიქრობ, სკოლაში რაც უფრო ბევრი დემოკრატიული ინსტიტუტია, მით უფრო რთულია ამ ყველაფრის მართვა, თანაც ისე, რომ საგაკვეთილო პროცესი და საერთო დისციპლინა არ დაირღვეს. მიუხედავად ამისა, ყველამ იცის, რომ ჩვენი სკოლა თავის ნიშას ინარჩუნებს და მოსწავლეთა მხარდაჭერის თვალსაზრისით, ბევრ რამეს აკეთებს. რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, ვისაც დირექტორობა სურთ, ჩემი აზრით, მათ ის საქმე უნდა უყვარდეთ, რისი გაკეთებაც უნდათ. დირექტორობა არც პროფესიაა და არც თანამდებობა - ამიტომაც, სკოლის ხელმძღვანელს ძალიან ბევრი უნარი უნდა ჰქონდეს. დირექტორს, პირველ რიგში, თმენის ვალდებულება აქვს, ასევე, ეფექტური მსმენელი უნდა იყოს, ზრუნავდეს სასკოლო საზოგადოების გაძლიერებაზე - სხვანაირად უბრალოდ არ გამოვა. გარდა ამისა, საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაძლებლობებსა და რესურსებთან დაკავშირებით, მკაფიო ხედვა უნდა ჰქონდეს, რაც სხვებსაც უნდა გაუზიაროს. ასევე, აუცილებელია, იყოს სამართლიანი, კომპეტენტური და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ფაქიზი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს.

ანზორ ხვედელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე ჩემთან ასეთ ადამიანებს - მომავალ დირექტორებს უკვე ვზრდი. სკოლაში არის ორი პედაგოგი, მათგან ერთი დირექტორი ჩემ შემდეგ იქნება, დანარჩენი ყველაფერი პედაგოგიური საბჭოს გადასაწყვეტი იქნება. ფაქტობრივად, შემიძლია ვთქვა, რომ მე როდესაც წავალ, ვიცი, ვინ დაიკავებს დირექტორის პოზიციას. ბრწყინვალე სკოლა მაქვს. ზოგადად, ვისაც სკოლის ხელმძღვანელობა სურს, განათლებული, ტოლერანტი ადამიანი უნდა იყოს და შესაბამისად მოიქცეს. დირექტორმა პედაგოგიურ სიმკაცრესთან ერთად, ლმობიერება უნდა გამოიჩინოს. 

თენგიზ ოსეფაიშვილი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის დირექტორი საკუთარი საქმის პროფესიონალი უნდა იყოს, სწორედ ამიტომ, მომავალ დირექტორებს ვურჩევდი, საკუთარ პროფესიონალიზმში დარწმუნდნენ. მათ ყველაფერი უნდა იცოდნენ და პასუხი ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეთ. აუცილებელია, იცოდეს კანონი ზოგადი განათლების შესახებ, ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლის წესდება. თუ ადამიანს დირექტორობა სურს, უნდა იმუშაოს და ეს ყველაფერი ისწავლოს. ზოგადად, ხელმძღვანელი სასკოლო საზოგადოებასთან კომუნიკაბელური უნდა იყოს, შეძლოს საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა. მას იმის უნარი უნდა ჰქონდეს, რომ საზოგადოება სასკოლო ცხოვრებაში ჩართოს. მასწავლებლობის მსურველებს ძალიან დიდი ნებისყოფა და საკუთარი საგნის მაღალ დონეზე ცოდნა მოეთხოვებათ. სკოლა არ არის თავშესაფარი, სკოლა ის ადგილია, სადაც უნდა იცოდე, რას აკეთებ და როგორ აკეთებ.

თამარ ჩაჩანიძე, ბონდო როსტიაშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

ამ ეტაპზე, მეც მოვალეობის შემსრულებელი ვარ და დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, თუმცა, რა თქმა უნდა, დირექტორობა ძალიან შრომატევადი საქმეა და ყველა მსურველს წარმატებას ვუსურვებ. მათ უნდა იცოდნენ, რომ სკოლაში ჰუმანურობაა საჭირო. ვფიქრობ, მეგობრული დამოკიდებულებაა ის საწყისი, რითაც სასკოლო საზოგადოებასთან ყველანაირი დამოკიდებულება და ურთიერთობა გვარდება. მომავალ მასწავლებლებს კი გულითა და სულით წარმატებას ვუსურვებ.

ნათელა სირაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორობის მსურველებისთვის ჩემი პირველი რჩევა იქნება - გახსნილობა, კომუნიკაბელურობა, სასკოლო საზოგადოებასთან თანამშრომლობა შეძლონ. მნიშვნელოვანია, საქმის სწორად გადანაწილება იცოდნენ. მათ თანამშრომლებს უნდა აგრძნობინონ, რომ ერთი გუნდი, ერთი ოჯახი არიან და ერთ საქმეს ემსახურებიან. სანამ გადაწყვეტენ, რომ ამ პოზიციის დაკავება სურთ, შიდა სამზარეულოს უნდა გაეცნონ, გაიგონ პლუსები და მინუსები. გარდა ამისა, უნდა დარწმუნდნენ, რომ ლიდერობისა და სკოლის გაძღოლისთვის მზად არიან.

ვასილ მოდებაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლის ხელმძღვანელობის მსურველებს ვეტყოდი, რომ ზოგადად, დირექტორი, პირველ რიგში, პატრიოტი, კომპეტენტური, პროფესიონალი, განათლებული და სასკოლო საზოგადოებისთვის ავტორიტეტი უნდა იყოს. ყველა სკოლა ინდივიდუალური ორგანიზმია, ამიტომ რთულია, თქვა, თუ რა დახვდებათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თუმცა, რაღაცები მაინც საერთოა. მათ პირველ რიგში, პედაგოგიური კოლექტივი დახვდებათ, რომელთა მიმართებაშიც კოლეგიალურები უნდა იყვნენ და განათლება გამოავლინონ. მნიშვნელოვანი ასპექტია მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა, რაც აუცილებელი და ამავდროულად, საფრთხილოა. ვფიქრობ, ტექნოლოგიების მზარდი განვითარების პარალელურად, წიგნი ცოტა მიტოვებულია და იმედს ვიტოვებ, რომ ბავშვი ისევ წიგნს დაუბრუნდება. მიმაჩნია, რომ მშობლისა და პედაგოგის გარეშე, ბავშვი არ იზრდება. წარმატებული კომუნიკაციისთვის კი კომპეტენციაა საჭირო.

თამარ ივარდავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, სკოლის დირექტორს როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად მუშაობა უნდა შეეძლოს. აუცილებელია, ზრუნავდეს სასკოლო საზოგადოების თითოეულ წევრზე, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შესაძლებლობის ფარგლებში, მომავალი თაობის განვითარებაზე ორიენტირებული გარემო უნდა შექმნას. ვფიქრობ, ეს ის საკითხებია, რაც დირექტორობის მსურველებმა უნდა იცოდნენ და რჩევის სახით, გაითვალისწინონ. მომავალ მასწავლებლებს რაც შეეხებათ, ვეტყოდი, რომ ბავშვები და ეს პროფესია უნდა უყვარდეთ, სხვანაირად არაფერი გამოვა. როდესაც სკოლის კარს შემოაღებ, პირადი პრობლემები უნდა დაივიწყო. ზოგადად, პირადად მეც, პედაგოგების ოჯახიდან ვარ, ამიტომ საკუთარი თავი, სკოლის გარდა, არსად წარმომედგინა.

ფიქრია კურტანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, ვისაც სკოლის დირექტორობა სურს, სასურველია იცოდეს, რომ ძალიან უშუალო, ლოიალური უნდა იყოს, გამოირჩეოდეს ბავშვებისა და საკუთარი საქმის სიყვარულით. ზოგადად, ჩემი აზრით, მუშაობა სითბოსა და მზრუნველობის გარეშე შეუძლებელია. დირექტორებს მოსწავლეები უნდა უყვარდეთ და მათთვის საინტერესო, ასევე, უსაფრთხო გარემოს შექმნაზე ზრუნავდნენ. მომავალ პედაგოგებს, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამენ, ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მრავალფეროვან გაკვეთილებზე იფიქრონ, ბავშვებთან უშუალო კონტაქტი ჰქონდეთ და ყველას ისეთი მზრუნველობით მოეპყრონ, როგორც საკუთარ შვილს მოექცეოდნენ.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება