მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების ან ცვლილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს წერილობით უნდა მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:
ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;
გ) მისამართი (რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით);
დ) მინიჭებული ავტორიზაციის ხანგრძლივობა;
ე) საფეხური, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია;
ვ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ