მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, ინტელექტუალური კონკურსები და აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური პროექტი - „ყველაზე ჭკვიანი“ განხორციელდა, რომლის ორგანიზატორი პედაგოგი ლაური ღონღაძე გახლდათ.
აღნიშნული პროექტი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესოდ მიმდინარეობდა, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„პროექტის მიზანია კითხვის სტრატეგიების გამომუშავება, ინტელექტისა და ცოდნის დონის ამაღლება, სწრაფი კონცენტრაციის უნარის განვითარება“, - გვიყვებიან სკოლაში.
აღნიშნულ თამაშში გამოვლინდა სკოლის საბაზო საფეხურის „ყველაზე ჭკვიანი“ მოსწავლე - ინა არევაძე.
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებსა და პედაგოგებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება ინტელექტუალური პროექტების მეშვეობით, ხელს უწყობს მოსწავლეებში ლოგიკური და სხარტი აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა