სიახლეები
სკოლები

შემეცნებით აქტივობებით გაჯერებული აფხაზური ენის კვირეული აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში
28-02-2024
-
+


აფხაზეთის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი დატვირთულია საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებით, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან. 

სკოლის ისტორია, სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, არაერთ საინტერესო დღეს ინახავს, მათ შორისაა აფხაზური ენის კვირეული, რომელიც გაჯერებული იყო შთამბეჭდავი ღონისძიებებით. 

მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით დაგეგმილი ღონისძიებები გაიხსნა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა ნახატების გამოფენით - „ჩემი აფხაზეთი“.

სკოლაში, შემეცნებითი თვალსაზრისით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარდა საუბრები თემებზე: „აფხაზეთის სამეფოს ისტორია“;  „ხელი ჩამჭიდე, არსად გამიშვა! - ცნობილი აფხაზი და ქართველი საზოგადო მოღვაწეების მეგობრობა და ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენა (დიმიტრი გულია, ბაგრატ შინკუბა, ზურაბ პაპასქირი და სხვ.)“; „ქართული და აფხაზური ფოლკლორი“; „ჩვენ დავბრუნდებით! - ქართველებისა და აფხაზების ისტორიულ-ეთნიკური ურთიერთობები“. 

აფხაზური ენის კვირეულის დახურვის დღეს კი, მე-7 კლასის მოსწავლემ ანიკო ეხვაიამ წაიკითხა ცნობილი აფხაზი პოეტების ლექსები აფხაზურ ენაზე, რამაც მრტად ემოციური გახადა ღონისძიებათა ციკლის კულმინაცია. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

კონკურსში სამივე  საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება