მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“, მასწავლებლები ორიენტირებულნი არიან მოსწავლეებს შემეცნებითთან ერთად, ორიგინალური, სახალისო და საინტერესო სასწავლო პროცესი შესთავაზონ.
ამჯერად, მე-8 კლასის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტის - „კონფლიქტების მართვა“, ფარგლებში განიხილეს რევაზ ინანიშვილის ნოველა - „ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე“.
მოსწავლეებმა სიღრმისეულად ისაუბრეს ნოველის პერსონაჟებს შორის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზებზე, იმსჯელეს მისი არიდების სხვადასხვა სტრატეგიებზე, გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა სიუჟეტის შეცვლა და კონფლიქტის მოგვარება ნოველაში.
მოზარდებმა მოირგეს პერსონაჟების როლი, მოაწყვეს ჟურნალისტური გამოძიება, გადაიღეს ვიდეორგოლები და სასკოლო საზოგადოებას აჩვენეს თუ რა რეაქცია აქვს საზოგადოებას მსგავსი პრობლემის მიმართ.
მოსწავლეებმა ასევე განიხილეს კონფლიქტის შესაძლო მიზეზები, მისი თავიდან აცილების გზები და შეადარეს ლიტერატურული კონფლიქტი რეალური ცხოვრების კომფლიქტებს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პრეზენტაცია ინტეგრირებულად, ქართულ და ინგლისურ ენებზე გაიმართა.
ხელმძღვანელები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი თამარ გვრიტაძე და ინგლისური ენის მასწავლებელი მეგი იმნაძე იყვნენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა