მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N141 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალურ განვითარებას და მათი ცოდნისა და უნარების წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, 27 თებერვალს სკოლაში მასწავლებლების - მაია აბდუშელიშვილისა და ლელა ლომიძის და თვითმმართველობის თავმჯდომარის - სალომე ზაბახიძის ხელმძღვანელობით ჩატარდა მათემატიკური ვიქტორინა.
ვიქტორინა მიეძღვნა ორ ისეთ მეცნიერებათა თავმოყრას, როგორიცაა მათემატიკა და ისტორია. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მიზანიც ასეთი უჩვეულო და უპრეცედენტო „სინთეზისა“, არის მრავალმხრივ სასარგებლო და კეთილშობილური. მათემატიკური მასალა გაშლილია საქართველოს ისტორიის ფონზე. უფრო ზუსტად კი ყოველი მათემატიკური ამოცანა პირობით სიუჟეტურ მასალად ღებულობს ამა თუ იმ ისტორიულ ფაქტს.
„ჩვენი მიზანია, რომ დავამსხვრიოთ მითი იმის შესახებ რომ მათემატიკა არის საშინლად რთული და შევხედოთ სხვა კუთხით“, - ამ მოტივით გაიმართა ვიქტორინა, რომელშიც მოსწავლეები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორინაში მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვებმა მთელი მონდომებით ამოხსნეს ამოცანები, გაიმარჯვება კი, მე-92 კლასმა მოიპოვა.
გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები. ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სიმბოლური საჩუქარით. სკოლაში მონაწილე მოსწავლეებს მადლობას უხდიან და აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.
„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს! მაშ ასე ჩვენი პროექტი მათემატიკა და სხვა მეცნიერებები დაიწყო. პირველი ნაბიჯი გადადგმულია!“, - ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა