მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„ქართულ-ამერიკული უმაღლეს სკოლაში“ მოსწავლეებს ევროპულ ღირებულებებზე ზრდიან, მათ კრიტიკულ და ანალიტიკურ აზროვნებას ასწავლიან და უვითარებენ იმ უნარებს, რაც პროგრესულად მოაზროვნე თაობისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია.
23-24 თებერვალს სკოლაში ProActive Group Georgia-ს მხარდაჭერით განხორციელდა საგანმანათლებლო პროექტი - „ევროკავშირის მოდელირება“.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი იყო მონაწილეებში ევროკავშირის სტრუქტურის, ღირებულებების და მუშაობის პრინციპის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე კრიტიკული აზროვნების, ეფექტური პრეზენტაციის, კომუნიკაციის და საჯარო სიტყვით გამოსვლის უნარების გაუმჯობესება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სახელით მსჯელობდნენ თემაზე: „უნდა შევიდეს თუ არა საქართველო ევროკავშირში?“.
მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია და არგუმენტირებულად დაამტკიცეს რატომ უნდა გახდეს საქართველო ევროკავშირის წევრი.
სკოლაში მხარდამჭერ ორგანიზაციას მადლობას უხდიან თანამშრომლობისთვის.
„მადლობა ProActive Group Georgia-ს თითოეულ წევრს ეფექტური თანამშრომლობისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა