სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

სასწავლო თამაშების დადებითი გავლენა - ექსპერტები რამდენიმე უპირატესობას განიხილავენ 
23-03-2024
-
+


თამაშებით სწავლება თანამედროვე სასკოლო ცხოვრების საკმაოდ აქტუალური საკითხი გახლავთ. როგორც უცხოელი ექსპერტები ამბობენ, საკლასო თამაშები შესანიშნავი გზაა ეფექტური გაკვეთილის გეგმის შესაქმნელად და სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის პროცენტულობის გასაზრდელად.

ექსპერტები, საკლასო თამაშების გამოყენების რამდენიმე უპირატესობას განიხილავენ, ესენია: 

ხელს უწყობს შემოქმედებით გამოხატვას: ბევრი საკლასო თამაში მოიცავს მხატვრულ კომპონენტს, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გაუჩნდეთ ორიგინალური იდეები და იყვნენ მეტად შემოქმედებითები.

იძლევა სწავლის მრავალფეროვან სტილს: საკლასო თამაშები გაამრავალფეროვნებს საგაკვეთილო პროცესს. მაგალითად, ზოგიერთი მოსწავლე თავის უნარებს უფრო ეფექტურად ავლენს მაშინ, როცა გარემო არც ისე აკადემიურია, თამაში მას მეტ სითამამეში ეხმარება. 

ეხმარება მოსწავლეებს სკოლაში ადაპტაციაში: თამაშები შეიძლება გახდეს სტრატეგია, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს ადაპტაციაში. პირველკლასელებისა თუ, ახალ სკოლაში გადასული მოსწვალეებისთვის, ისეთი გარემოს შექმნა, რომ ნაკლები სტრესი გაიარონ ძალიან მნიშვნელოვანია. 

ქმნის კომფორტულ სასწავლო გარემოს: შეგიძლიათ გამოიყენოთ თამაშები თქვენს მოსწავლეებთან დასაკავშირებლად და მათ უკეთ გასაცნობად. მსგავსი აქტივობები, დაძაბულობასა და ბარიერებს შლის და გეხმარებათ პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად. 

ხელს უწყობს ინტერაქციასთამაშები შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეებთან მხიარულად და მშვიდად ურთიერთობისთვის. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა მორცხვი ან „ინტროვერტული“ მოსწავლეებისთვის, რადგან მათ შესაძლოა უჭირდეთ აკადემიურ სივრცეში კომუნიკაცია, თუმცა მეტად გაიხსნან, როცა საქმე თამაშს შეეხება.

ხელს უწყობს გუნდურ სულისკვეთებას: სტუდენტები, რომლებიც მუშაობენ გუნდებში, სწავლობენ სხვისი აზრის გათვალისწინებას და იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის წვლილი საერთო და მასშტაბურ საქმეში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება