მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევებს დირექცია საზოგადოებას დიდი სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, სკოლა მათე გოგელიძეს გვაცნობს, რომელიც გახდა ოქროს ქამრის მფლობელი და სომხეთის ჩემპიონი.
მოსწავლემ წარმატებით იასპარეზა ტურნში, რომელსაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ერთადერთი ოფიციალური ფედერაცია სომხეთში, ასევე ევროპის CH1-1 ოქროს ქამრის კონფედერაცია და შიდოკას ეროვნული ფედერაცია ყოველწლიურად აწყობს.
საერთაშირისო ტურნირი კიკბოქსინგში ერევანში 23-24 თებერვალს ჩატარდა, სადაც წარმატებით წარდგა ქუთაისის სპორტული დაწესებულება. სწორედ ქუთაისის სპორტული დაწესებულების სპორტსმენი გახლავთ, მე-40 საჯარო სკოლის მე-11ა კლასის მოსწავლე მათე გოგელიძე, რომელმაც როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოქროს ქამარი მოიპოვა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
„ვულოცავთ მათეს გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებას მომავალშიც“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
კონკურსში სამივე საფეხურის - დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ
კლდის საჯარო სკოლა დამსახურებულ წარმატებას ულოცავს მეხუთეკლასელ მათე ბლუაშვილს, რომელმაც მათემატიკის ოლიმპიადაში ვერცხლის მედალი მოიპოვა