სიახლეები
სკოლები

„ბაგრატის ტაძარი“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეთა საინტერესო პროექტის შთამბეჭდავი პრეზენტაცია 
29-02-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, საწავლო წლის განმავლობაში გამორჩეული და საინტერესო აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, ინგა ხაჟომიას სადამრიგებლო მე-11 კლასის მოსწავლეებმა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტის - „ბაგრატის ტაძარი“, პრეზენტაცია გამართეს. ამ საგნის მასწავლებელი ია კლდიაშვილია. 

პროექტის მიზანი გახლდათ კულტურული მემკვიდრეობის ერთი რომელიმე კონკრეტული ძეგლის შესწავლა და კვლევა, პოპულარიზაციის გზების შემუშავება, მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, და რა თქმა უნდა, გააზრება, თუ რაოდენ ფასეული და მნიშვნელოვანია ესა თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: სკოლის დირექტორი - ნინო ვარდოსანიძე, დირექტორის მოადგილე - ია ჩინძალაძე, კლასის დამრიგებელი – ინგა ხაჟომია, ესთეტიკური აღზრდის კათედრის წარმომადგენელი და მუსიკის მასწავლებელი - ქეთევან გედენიძე, ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი - ნათია ფაჩუაშვილი, ფიზიკის მასწავლებელი - ლალი ყუფარაძე, სკოლის ბიბლიოთეკარი - დარეჯან გელენიძე, მე-11 კლასის მოსწავლეთა მშობლები.

პროექტის პრეზენტაციაში კლასის ყველა მოსწავლე ჩაერთო. დასაწყისში მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას შესრულებული პროექტის სახელწოდება და მიზანი, მუშაობის გეგმა და შერჩეული აქტივობები წარუდგინეს. 

მოსწავლეებმა, თავდაპირველად, ინფორმაციული ნაწილი გააჟღერეს, ისაუბრეს როგორც შერჩეული ძეგლის ისტორიულ მხარესა და მნიშვნელობაზე, ისე ტაძრის ექსტერიერსა და ინტერიერზე. ისინი ინფორმაციას საინტერესოდ გადმოსცემდნენ არა მარტო ვერბალური, არამედ ვიზუალური თვალსაზრისითაც. პროექტი გაჯერებული იყო საინტერესო ინფორმაციებითა და ფოტო-ვიდეომასალებით.

გარდა ამისა მეთერთმეტეკლასელებმა მათ მიერ შექმნილი ბაგრატის ტაძრის ორი მაკეტი წარადგინეს, ისაუბრეს გამოყენებულ მასალებზე, ტექნიკაზე, იმ სირთულეებზე, რომელთა გადალახვაც მოუხდათ მუშაობის პროცესში, ტაძრის მოდელის საბოლოო სახის მისაღებად.

ასევე, დამსწრე საზოგადოებას მათ მიერ შექმნილი ნახატები და ესკიზები წარუდგინეს, რომლებზეც გამოსახული იყო ბაგრატის ტაძრის ცალკეული ნაწილებისა და ჩუქურთმების ფრაგმენტები, უშუალოდ ძეგლის ექსტერიერისათვის დამახასიათებელი შტრიხები.
მსმენელებს ქართულ და ინგლისურ ენაზე შექმნილი ფლაერები სათაურით - „იმერეთის ისტორიული ძეგლი- ბაგრატის ტაძარი“ დაურიგეს. 

პრეზენტაცია შემაჯამებელი ვიდეორგოლის ჩვენებით დასრულდა.

„საგნის მასწავლებელმა შეაჯამა მოსწავლეთა ნამუშევარი, დამსწრე საზოგადოებას მოკლედ უამბო პროექტზე მუშაობის დროს გავლილი ეტაპების შესახებ: თემის არჩევის შემდეგ კლასთან ერთად შემუშავდა სამუშაო გეგმა: მოინახულეს ბაგრატის ტაძარი, გადაიღეს ფოტო და ვიდეომასალა, რის შემდეგაც დაიყვნენ ჯგუფებად და თითოეული ჯგუფი მუშაობდა კონკრეტული მიმართულებით, იღებდნენ კონსულტაციებსა და მითითებებს. მუშაობის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა, იყო სირთულეებიც, თუმცა მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი და საბოლოო პროდუქტი კარგად წარმოადგინეს პრეზენტაციაზე. დასასრულს, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს და მომავალ პროექტზე მუშაობაში წარმატებები უსურვა მათ. მადლობა გადაუხადა კლასის დამრიგებელს, ინგა ხაჟომიას, აქტიური თანამშრომლობისთვის. დამსწრე საზოგადოებას – პრეზენტაციაზე მობრძანებისთვის.
სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნინო ვარდოსანიძემ, შეაფასა მოსწავლეთა ჩართულობა, ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი კულტურული ძეგლების მოვლა და გააზრება, რამდენად დიდი როლი უჭირავთ საქართველოს ისტორიაში.
დირექტორის მოადგილემ, ქალბატონმა ია ჩინჩალაძემ, შეაფასა პროექტი, მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ გაწეული მუშაობა. ისაუბარა პროექტული სწავლების მნიშვნელოვანების შესახებ და მოსწავლეებს მომავალ პროექტზე მუშაობაში აქტიურად ჩართულობისკენ მოუწოდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

პირველკლასელთა რეგისტრაცია კვლავ რამდენიმე ეტაპად წარიმართება 

ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულ თანამშრომლებს დაეხმარა

ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციისთვის - მოსწავლის საგამოცდო დრო და ადგილი ბარათზეა მითითებული 

ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მოსწავლეს, რომელიც კვიპროსში ფეხბურთის სათამაშოდ გაემგზავრა
პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

სკოლაში პოზიტიური, პატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებული, სასკოლო კულტურა სუფევს

სულდის საჯარო სკოლაში 3 მარტის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

ჩოლურის საჯარო სკოლაში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება