მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი გენადი მარგველაშვილი აქტიურად მონაწილეობს ეროვნულ თუ საერთაშორისო დონის პროექტებში, ამჯერად კი საგანმანათლებლო პროექტის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით წარდგა.
საერთაშორისო შეჯიბრისა და საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდის დაჯილდოების ცერემონია, 16 თებერვალს, UCMAS Georgia-ს სტუდენტებისთვის გაიმართა.
ცერემონიალის ფარგლებში, მოსწავლეებს, რომლებმაც საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდა ჩააბარეს, გადაეცათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები. ასევე, დაჯილდოვდნენ საერთაშორისო ონლაინ შეჯიბრის მონაწილე მოსწავლეები.
დაჯილდოების ცერემონიაზე, აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ UCMAS Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი- საჰარ ჰარბი (Sahar Harb), ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე და სკოლის დირექტორი- გენადი მარგველაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს, IGE- საერთაშორისო დონის დამადასტურებელი გამოცდის გრანდიოზული დაჯილდოება უკვე გაიმართა ქალაქ თბილისში. ცერემონიის ფარგლებში, ერთადერთ ქართველ მენტალური არითმეტიკის “გრენდ ჩემპიონ” სტუდენტს, რომელმაც 84 ქვეყანას შორის საქართველო პირველ ადგილზე გაიყვანა, მისთვის შექმნილი უნიკალური ჯილდო გადაეცა. ასევე, UCMAS Georgia-ს თბილისის სასწავლო ცენტრების 300-ზე მეტ მოსწავლეს, რომლებმაც საერთაშორისო დონის გამოცდა ჩააბარეს, გადაეცათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები. გარდა ამისა, სპეციალური ჯილდო მიენიჭა იმ 35 სტუდენტს, რომლებმაც წარმატებით დახურეს მენტალური არითმეტიკის მე-3 და მე-7 დონე.
ფოტოები: UCMAS Georgia
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა