მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელშეწყობით აქტიურად ერთვებიან, საგანმანათლებლო და შემეცნებით პროექტებში.
ამჯერად, მოსწავლეები პედაგოგის ეკატერინე მამუკელაშვილის ხელმძღვანელობით მონაწილეობდნენ კიდევ ერთ წარმატებულ პროექტში. კერძოდ, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ექვსი დამეგობრებული სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად დაგეგმეს პროექტი სახელად - „ჩვენი მომავალი არჩევანი“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეები 26 თებერვალს ესტუმრნენ მართვისა და კომუნკაციების საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს - „ალტერბრიჯს“, საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქას“, ხელშეწყობით.
სკოლაში აღნიშნავენ, რომ ასეთი ტიპის პროექტებში მონაწილეობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, დაფიქრდნენ რა პერსპექტივა ექნება მათ მიერ არჩეულ პროფესიას უკვე რეალურ ცხოვრებაში და რამდენად წარმატების მომტანი იქნება მათი კარიერული წინსვლისთვის.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს