მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აჭარის მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ ჯანდაცვისა და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა, რომელთა გაფართოებაც იგეგმება.
მათ შორის საუბარი შეეხო უშვილობის მკურნალობის პროგრამას, რომლის ფარგლებშიც, სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ 300000-მდე ქულა, ასევე კერძო და საჯარო სკოლებში, საბავშვო ბაღებში დასაქმებულებს მიეცემათ საშუალება ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით:
„300000 ათასამდე სარეიტინგო ქულის მქონე სოციალურად დაუცველ ოჯახებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში - კერძო და საჯარო სკოლებში, ასევე სკოლამდელ დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მიეცემათ საშუალება ისარგებლონ აღნიშნული პროგრამით“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძე.
აღსანიშნავია, რომ უშვილო წყვილების სამედიცინო მომსახურება ფინანსდება 80%, 90% და 100%-ით. პროგრამით სარგებლობს აჭარის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში კანონიერ ქორწინებაში მყოფი უშვილო წყვილი, რომელთაც ესაჭიროებათ შესაბამისი რეპროდუქციული სამედიცინო დახმარება.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მთავრობის გადაწყვეტილებით ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც