მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და თამაშით სწავლებას სათანადო ყურადღებას უთმობენ, რადგან მიდგომა ბავშვების მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შემეცნებით-გასართობი თამაში ინფორმაციისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების კარგი საშუალებაა, ბავშვები ივითარებენ სხვადასხვა საკომუნიკაციო უნარებს; ასევე იაზრებენ, რომ თამაშის როლი მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს მოსწავლის გონებრივ მობილიზებას, მოტივაციას, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.
სკოლაში დასძინეს, რომ თამაშისას საჭიროა სხვადასხვა სააზროვნო ოპერაციის განხორციელება: ნასწავლის გახსენება, მისი გამოყენება, ლოგიკური აზროვნება, დასკვნების გამოტანა, სხვებთან ურთიერთობა, აზრის გაზიარება და, რაც მთავარია, მოსწავლე ამას აკეთებს სიამოვნებით.
სწორედ ამ მოტივით, 26 თებერვალს ბუნებისმეტყველებაში, განხორციელდა შემეცნებით-გასართობი პროექტი - „რატომ?, საიდან?, რისთვის?“, რომლის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ მე-5 კლასის მოსწავლეები.
პროექტის მიზანი იყო წიგნიერების წახალისება, გუნდური მუშაობის მიჩვევის ხელშეწყობა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სწორი ქმედებების გამომუშავება.
აღსანიშნავია, რომ თამაშის შეკითხვები ეხებოდა შემდეგ თემებს: „გარემოსთან შეგუება“, „მოძრაობა და სიჩქარე“ და „მზის სისტემა“.
მოსწავლეები ხალისით იყვნენ ჩართული თამაშის მომზადებაში. ეცნობოდნენ შესაბამის ინფორმაციებს ენციკლოპედიებში და ინტერნეტ სივრცეში. მათ შექმნეს თემებთან დაკავშირებული თვალსაჩინოებები.
აღნიშნულ აქტივობაში ინტერესით ჩაერთნენ, როგორც მასწავლებლები ასევე მშობლები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს