მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, სპორტისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - დიანა ბერულავას ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი ჩატარდა - ახალშენის საჯარო სკოლა იტალიის, ქალაქ ვერონის წმინდა ჟუზეპეს სახელობის კერძო სკოლას დაუმეგობრდა.
როგორც გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ხელით დაამზადეს ბავშვების საყვარელი ნუგბარი „ჩურჩხელა“ და საახალწლოდ გაუგზავნეს თავიანთ იტალიელ მეგობრებს.
სკოლის დირექტორმა - ვიოლა აკობიძემ ვირტუალურად გააცნო იტალიელ მეგობრებს საქართველო და როგორც ამბობენ, მათი კოპწია სკოლა.
„მან, ასევე იტალიელ მეგობრებს ოფიციალური მოწვევა გაუგზავნა, ბავშვებმა კი ჩურჩხელებთან ერთად იტალიელ მეგობრებს მისწერეს ბარათები, სადაც გაუმჟღავნეს თავიანთი ინტერესები ცხოვრებაში და ამ მეგობრობიდან მოლოდინები“, - აღნიშნავენ სკოლაში.
აქტივობა საინტერესო, დასამახსოვრებელი და შემოქმედებითი იყო მოსწავლეთათვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციას ამაღლებს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნულ გამოცდებზე მე-11 კლასის მოსწავლეები აღარ დაიშვებიან - NAEC
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
ჯავშანიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით ფერადი ფურცლებისგან ყვავილები და მისალოცი ბარათები დაამზადეს