მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში საწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს, იქ თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.
სკოლაში, სადაც სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ, საინტერესო, მრავალფეროვანი და პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად შემეცნებითი ღონისძიებები ხორციელდება, რომლებიც საინფორმაციო შეხვედრებს, ფილმების ჩვენებას, ინტერაქტიულ აქტივობებს მოიცავს.
ამჯერად, მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სკოლაში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრის ინიციატივით, შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ასისტირებას ჟესტური ენის თარჯიმანი უწევდა. მოსწავლეები STEM სფეროებში წარმატებული ქალბატონების მოღვაწეობას გაეცნენ, რომლებსაც მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვთ.
პრეზენტაციაზე მასწავლებელმა რეალური მაგალითები უჩვენა, თუ როგორ გამოიყენება STEM-ის სხვადასხვა სფერო ყოველდღიურ ცხოვრებაში და რა სარგებელი აქვს ერთი სფეროდან მიღებულ უნარებს სხვა სფეროში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა ანიმაციები STEM თემატიკაზე იხილეს, რაც რთული კონცეფციების ვიზუალიზაციისთვის შესანიშნავი გზაა და ბავშვებისთვის უფრო მიმზიდველია. დაისვა საინტერესო შეკითხვები, რომლებშიც მოსწავლეთა ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა იგრძნობოდა.
გარდა ამისა, მათ წინა სასწავლო წელს, სასკოლო STEM ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული მხიარული ექსპერიმენტები გაიხსენეს და მსგავსი აქტივობების განსახორციელებლად მზაობა გამოთქვეს.
აღსანიშნავია, რომ დაწყებითი კლასების ქართული ენის მასწავლებლების ინიციატივით, მშობლიური ენის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პრეზენტაცია ენის მნიშვნელობის შესახებ ჩაატარდა.
მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას ქართული ენის უძველესი წარმომავლობის, ანბანის უნიკალური სიმბოლოებისა და ვიზუალური სტილის გამორჩეულობის შესახებ, რითაც მას დამოუკიდებელი დამწერლობის სტატუსი ენიჭება. ასევე, ქართული ანბანის სამივე სახეობას: ასომთავრულს, ნუსხურსა და მხედრულს. გაიგეს, თუ როგორ განვითარდა ქართული დამწერლობა დროთა განმავლობაში, რა ცვლილებები განიცადა და რა უნიკალური მახასიათებლები გააჩნია ქართულ ანბანს, რომლებიც გამოარჩევდა მას სხვა ანბანებისგან. მოსწავლეებმა ასევე იხილეს ანიმაციები:
პრეზენტაციის ბოლოს, უმცროსკლასელებმა ჟესტურ ენაზე ნაწყვეტი მუხრან მაჭავარიანის ლექსიდან - „მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა!“ წაიკითხეს.
„სკოლაში ხშირად აღინიშება ეროვნული თარიღებიც, რომელიც ემსახურება ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების გახსენებასა და კულტურული ღირებულებების წარმოჩენას. სწორედ ამ მიზნით, ისტორიის მასწავლებლის ჩართულობით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში საბჭოთა ოკუპაციასთან დაკავშირებული ისტორიული მოვლენების შესახებ. მოსწავლეებმა ასევე იხილეს ანიმაცია საქართველოს ეროვნული გმირის-მარო მაყაშვილის შესახებ.
პრეზენტაციის ბოლოს, მასწავლებელმა მოსწავლეებს შეავსებინა „რადიო თავისუფლების“ და „მითების“ დეტექტორის მასალების მიხედვით შედგენილი ონლაინ ტესტი, რომელმაც ხელი შეუწყო ისტორიული ფაქტის შესახებ ცოდნის გაღრმავებას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეო მასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა