სიახლეები
სკოლები, სამასწავლებლო

„არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვები განახლებული ძალებით აგრძელებენ სწავლას“ - როგორ შეცვლიდნენ დასვენების დღეების განრიგს სკოლის ლიდერები
01-03-2024
-
+


ბავშვები მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოუთმენლად ელიან არდადეგების დაწყებას, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში აღნიშნულ საკითხს კანონმდებლობა არეგულირებს და ახლაც, მოსწავლეებისთვის ერთკვირიანი დასვენება დაიწყება, რასაც მალევე მოსდევს სააღდგომო უქმეები.

სკოლებისთვის საგაზაფხულო არდადეგების ვადები ცნობილია

სწორედ აქედან გამომდინარე, არდადეგების ვადებსა და ხანგრძლივობასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი ორად იყოფა - ნაწილს მიაჩნია, რომ დასვენების დღეები დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ამ პერიოდში მოსწავლეები სასწავლო რეჟიმიდან ვარდებიან და სკოლაში დაბრუნებულებს სწავლის გაგრძელება უძნელდებათ, ნაწილი კი ფიქრობს, რომ პირიქით, არდადეგები ბავშვებს ძალების აღდგენასა და მოტივაციის ამაღლებაში ეხმარება.

2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო კალენდრის მიხედვით, საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. თუმცა, ეს როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ბავშვებს ეხებათ. მასწავლებლები და დირექტორები კი ჩვეულებრივ აგრძელებენ სკოლაში სიარულს და მუშაობას.

საინტერესოა, ამასთან დაკავშირებით რას ფიქრობენ ხელმძღვანელები და შეცვლიდნენ თუ არა არდადეგების ხანგრძლივობას? - აღნიშნული კითხვით etaloni-ge-მ სკოლის ლიდერებს მიმართა.

ბადრი დავითაძე, ჯემალ არძენაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეობის პერიოდში მეოთხედებად იყო დაყოფილი სასწავლო წელი. თითოეულ მეოთხედს - საზაფხულო, საშემოდგომო, საახალწლო და საგაზაფხულო არდადეგები ახლდა. თუმცა, საახალწლო არდადეგები ისეთი ხანგრძლივი არ იყო, როგორიც ახლაა. ერთკვირიანი იყო ყველა, გარდა საზაფხულო არდადეგებისა...

ზოგადად, მიმაჩნია, რომ დასვენების დღეები აუცილებელია მოსწავლეთა სულიერი განტვირთვისთვის. ბავშვებსაც აქვთ საკუთარი ინტერესები, გარდა სასკოლო ცხოვრებისა. ამიტომ, მათ საშუალება უნდა მიეცეს, სულიერად განიტვირთონ და შემდგომ აღდგენილი ძალებით განაგრძონ სწავლა. თუ ერთკვირიან არდადეგებს ვაცხადებთ, კარგი იქნება, ეს მოიცავდეს მაგალითად, პარასკევიდან პარასკევამდე პერიოდს. ამის დარეგულირების შესაძლებლობა რომ გვქონდეს სკოლებს კარგი იქნებოდა. პირობითად, თუ პარასკევი არის სასწავლო დღე და ორშაბათი არა, მათი ჩანაცვლება რომ შეგვეძლოს მოხარული ვიქნებოდი.

კონკრეტულად, ზამთრის არდადეგები ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ამ დროს მიმდინარეობს უამრავი გასართობი ღონისძიება, მოსწავლეთათვის საჭირო და მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები იმართება. მოსწავლეები ამ პერიოდში სწორედ მათზე არიან ორიენტირებულნი. აქვე მინდა, ერთი მნიშვნელოვანი რამ დავამატო, პირველი ივნისიდან 15 ივნისამდე სწავლება ძალიან არაეფექტურია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ სწავლა პირველ სექტემბერს უნდა იწყებოდეს ჩვენი კლიმატური პირობების გათვალისწინებით და პირველი ივნისისთვის დასრულდეს.

ნატო ჯანხოთელი, დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წლის არდადეგები ზუსტად ისეა განაწილებული, როგორც უნდა იყოს. ამასთან დაკავშირებით არაფერს შევცვლიდი. სწავლა არც ისე მარტივი პროცესია, ამიტომ ძალების აღსადგენად დასვენება საჭიროა. ჩემს ბავშვობაში სასწავლო წელი ოთხ მეოთხედად იყო დაყოფილი - პირველი მეოთხედი, მეორე მეოთხედი, მესამე მეოთხედი და მეოთხე მეოთხედი. როგორც მახსოვს საახალწლო არდადეგები იყო, შემდგომ კი გაზაფხულზე, 24 მარტიდან პირველ აპრილამდე გვასვენებდნენ, შემდეგ საზაფხულო - 25 მაისიდან იწყებოდა და პირველ სექტემბრამდე გრძელდებოდა. შემოდგომის არდადეგები არ მახსოვს. თუმცა, არდადეგები დირექტორებისთვის არაა. ჩვენ ვალდებულება გვაქვს, რომ სკოლაში ვიაროთ და თუ რაიმე სახის დავალება იქნება შესასრულებელი, შევასრულოთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ზაფხულის არდადეგებს არ ვგულისხმობ. ეს პერიოდი გამონაკლისია, როცა შეგვიძლია დავწეროთ განცხადება და დავისვენოთ ერთი თვე. ასევე ჩვევნ არ გვეხება საგაზაფხულო, მარტის არდადეგები.

ნანა მენაბდე, თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქობულეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წლის არდადეგები კარგადაა განაწილებული და სწორადაა გათვლილი. ძალიან მნიშვნელოვანია არდადეგები მოსწავლეთა ცხოვრებაში, რადგან მათ სჭირდებათ გარკვეულწილად სასწავლო პროცესის შემდგომ თავისუფალი დროის სწორად გამოყენება. ლაღი და თავისუფალი დღეები მათთვის მნიშვნელოვანია. ბავშვებს ნამდვილად სჭირდებათ დასვენებები და არდადეგები ამისთვისაა. რაც შეეხება მარტის ერთკვირიან არდადეგებს, ეს მხოლოდ ბავშვებისთვისაა, პედაგოგები ჩვეულებრივ აგრძელებენ სკოლაში სიარულს და მუშაობას. სკოლაში იმდენი საქმეა, რომ ადმინისტრაცია მუშაობს ჩვეულებრივ და შესაბამისად, პედაგოგებიც დადიან. სწორედ ამ თავისუფალ დღეებს ვიყენებთ მეტი დატვირთვით.

ია ღლონტი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო დღეების რაოდენობა სწორადაა გათვლილი და არ მგონია, რომ არდადეგები ზედმეტი იყოს ვინმესთვის. თუმცა, ვფიქრობ, რომ საზაფხულო არდადეგების სწორად გამოყენება უნდა შეეძლოთ მოსწავლეებს. აი, მაგალითად საზაფხულო ბანაკები, სახალისო აქტივობები მნიშვნელოვანია, რომლებშიც ბავშვები აუცილებლად უნდა ჩაერთონ. საზაფხულო არდადეგები სწორედ აღნიშნული აქტივობებით უნდა იყოს დატვირთული. ჩემს დროსაც იყო ბანაკები, თუმცა ახლანდელს ვერც შევადარებ, მათ სხვა დატვირთვა აქვს.

გარკვეულწილად დასვენებები და შემდგომ აქტიურ ფაზაში სწავლა, ერთმანეთს უნდა ენაცვლებოდეს. ამიტომ, მარტის არდადეგებიც სწორადაა გათვლილი. აბსოლუტურად საკმარისია როგორც სასწავლო დღეების, ასევე არდადეგების რაოდენობა. სკოლები არაფორმალური განათლების გააქტიურების კუთხით უფრო მისახედია - ამ მხრივაა სკოლები დასატვირთი.

ნანი ველიჯანაშვილი, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალის საჯარო სკოლის დირექტორი:

სასწავლო წლის არდადეგებთან დაკავშირებით პრეტენზია არ მაქვს. ყველაფერს ისე დავტოვებდი ამჟამად როგორცაა. ზოგადად მოსწავლეთა ცხოვრებაში მნიშვნელოვანია არდადეგები. დატვირთული სასწავლო წელი აუცილებლად მოითხოვს დასვენებას. როცა ბავშვი ზედმეტად იღლება სწავლის მოტივაციასაც მარტივად კარგავს. ეს ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები ძალიან კარგია, თუმცა ის პედაგოგებისთვის არაა. ჩვენ ამ პერიოდში ბევრი საქმე გვაქვს.

პლატონ ბურძგლა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

საგაზაფხულო არდადეგები საჭიროა. კარგია ერთკვირიანი დასვენება, მეტი ვფიქრობ, არაა საჭირო, რადგან საახალწლო არდადეგებიც ახლახან იყო. ზოგადად, კარგი იქნება თუ მარტის არდადეგები ადრე დაიწყება, ან ცოტა მოგვიანებით. 3 მარტი და 8 მარტი ისედაც დასვენების დღეებია. ეს პერიოდი, მაინც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ბავშვებისთვისაა. ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. რაც შეეხება საზაფხულო არდადეგებს, კარგი იქნება თუ მაისის ბოლოდან დაიწყება და პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება. თუმცა, როგორც ვიცი ესეც საკურორტო სეზონთანაა დაკავშირებული. 15 დღე ბევრს არაფერს წყვეტს. ამიტომ, ვფიქრობ, მაინც კარგადაა ყველაფერი განაწილებული.

მაია გრიგოლიშვილი, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლის საჯარო სკოლის დირექტორი:

არდადეგები მოსწავლეთათვის მნიშვნელოვანია. ბავშვებს დასვენება, განტვირთა სჭირდებათ. ჩემი ნება რომ იყოს საგაზაფხულო არდადეგებს გავახანგრძლივებდი. 1-2 დღეს სააღდგომო არდადეგებსაც დავამატებდი, დანარჩენებს როგორცაა ისე დავტოვებდი. სულ არდადეგები ხომ არ იქნება, ბავშვებმა უნდა ისწავლონ. ისედაც ძალიან რთულია მათი ჩვეულ რეჟიმში დაბრუნება არდადეგების შემდგომ. საგაზაფხულო, მარტის დასვენება მხოლოდ ბავშვებისთვისაა, მასწავლებლისთვის არა. მხოლოდ ზაფხულში აქვთ მათ დასვენება. კარგი იქნება, რა თქმა უნდა, პედაგოგებსაც თუ ექნებათ მეტი დასვენების დღე. 

რიტა აბჟანდაძე, დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სასწავლო წლის არდადეგები ძალიან კარგად და სწორადაა განაწილებული. მოსწავლეს სწავლის პერიოდში, ყოველთვის სჭირდება შესვენება, განტვირთვა და შემდგომ სკოლაში დაბრუნება. ჩემი აზრით, მარტის არდადეგები ძალიან დროულია, ის მოსწავლეთა დატვირთვას ანეიტრალებს. არდადეგებიდან დაბრუნებული ბავშვები კი განახლებული ძალებით აგრძელებენ სწავლას. მართალია, ეს პერიოდი - დასვენების დღეები მხოლოდ მოსწავლეებს ეხება, მაგრამ მნიშვნელოვანია. პედაგოგები ჩვეულებრივ აგრძელებენ სკოლაში სიარულს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლებმა ანგარიშები უნდა წარადგინონ - კიდევ რა საკითხებს განიხილავს საბჭო

600 ლარს ერთჯერადად ეს ოჯახები მიიღებენ - ცვლილება ბიუჯეტში

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

სკოლის მართვა - რა უნდა იყოს საგანმანათლებლო ლიდერის ძირითადი საზრუნავი

განათლების სამინისტროსა და მისი სსიპ-ების საპროტესტი განცხადება: „ერთგულნი ვრჩებით საქართველოს  ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი“

პიროვნება

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

„ჩემი მოტივაციაა მოსწავლეებში სწავლის სურვილის გაღვივება, მეგობრული თანამშრომლობა, სიკეთის კეთება“ 

„პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს მოტივირებულ, ბედნიერ, ინტელექტუალურ და თვითშეფასების უნარის მქონე მოსწავლეებს“

სკოლები

გარდა ამისა, მათ იცეკვეს, შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს 

აღსანიშნავია, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს 



სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს მომავალში 

სკოლაში მასწავლებელს - მაკა კალანდაძეს ამ შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან 

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება