მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღებში, სკოლებში, პროფესიულებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების ქცევის სისტემური და მასშტაბური მონიტორინგი 2024 წლის 1 ივნისიდან დაიწყება - აღნიშნულის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ლელა ჯანაშვილი ბრძანებაში ვკითხულობთ, რომლიც თავის მხრივ განსაზღვრავს, დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირთა წრეს, რომლებსაც არ აქვთ ვალდებულება დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ბრძანების მიხედვით მონაცემთა სუბიექტების ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგად მიიჩნევა:
ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლებამოსილების მქონე იურიდიული პირის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბავშვების, მოსწავლეების, პროფესიული სტუდენტების/მსმენელებისა და სტუდენტების ქცევის მონიტორინგი.
მონიტორინგის სისტემატურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:
ა) მონაცემთა დამუშავების სიხშირე, მისი განგრძობადობა და პერიოდულად განმეორებითი ხასიათი;
ბ) მონაცემთა დამუშავების წინასწარ დაგეგმილი ხასიათი, ორგანიზებულობა და თანმიმდევრულობა;
გ) მონაცემთა დამუშავება წარმოადგენს თუ არა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის/დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის ძირითადი საქმიანობის ნაწილს.
ამ აქტის მიზნებისთვის, მონაცემთა სუბიექტების ქცევის მონიტორინგის მასშტაბურობის შეფასებისას გასათვალისწინებელია:
ა) მონაცემთა სუბიექტების რაოდენობა;
ბ) დამუშავებული მონაცემების მოცულობა ან/და დამუშავებული მონაცემების სახეობათა სიმრავლე;
გ) მონაცემთა დამუშავების პროცესის ხანგრძლივობა;
დ) მონაცემთა დამუშავების პროცესის გეოგრაფიული დაფარვა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ
„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ