მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება.
გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. სკოლაში, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება - „დავიცვათ თავისუფლება“ ჩატარდა. ღონისძიება სკოლის დირექტორმა - ლელა სიჭინავამ გახსნა.
აღნიშნულ დღეს მოსწავლეები ასევე სკოლაში, ნაზი ელიავას სახელობის მუზეუმში, ექსპონატებს - „ჩვენი სოფელი 1918-1921 წლებში“ გაეცნენ.
ბავშვებმა ექსპონატები დიდი ინტერესით, ყურადღებით დაათვალიერეს და საჭირო ცოდნა მიიღეს.
ღონისძიებაზე ისტორიის მასწავლებელმა - მერაბ აფხაზავამ მიმოიხილა 1921 წლის თებერვლის მოვლენები. მოსწავლეებმა კი თემაზე: „დავიცვათ თავისუფლება“ წარადგინეს და წაიკითხეს 25 თებერვლისადმი მიძღვნილი ლექსები, მონოლოგები. ბავშვებმა ასევე სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.
აქტივობებში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპუციის დღეა. 102 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში ბოლშევიკების მე-11 არმია შემოიჭრა, ქალაქი აიღო და საქართველო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ