TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ჭიათურის N2 საჯარო სკოლა მოსწავლეთა წიგნიერების სადარაჯოზე 
01-03-2024
-
+


ჭიათურის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა.

ეს დღე სკოლაში ფართო მასშტაბით აღინიშნა. გამონაკლისი არც I კლასი ყოფილა, სადაც პედაგოგ ასმათ ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით, აქტივობა „ერთობლივი კითხვა“ მოეწყო.

როგორც პედაგოგი ასმათ ქაშაკაშვილი აღნიშნავს, კლასში, მათ საკლასო ბიბლიოთეკა მოაწყვეს, სადაც ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი ილუსტრირებული წიგნები გამოფინეს. სპეციალურად მოწყობილ გარემოში პედაგოგის ხელმძღვანელობით, „ერთობლივი კითხვა“ ჩატარდა.

„წიგნი ძალაა აზრის უკვდავებისა“, „ბავშვები კითხვის დროს სასწაულებს ახდენენ“. წიგნთან ურთიერთობა ადრეული ასაკიდან იწყება. I კლასში, წავიკითხეთ პაატა პაპავას დიდი წიგნი „ორი ღორი“. ასევე წავიკითხეთ გერმანელი მწერლის ერნესტ თეოდორ ამადიუს ჰოფმანის საშობაო მოთხრობა „მაკნატუნა“. ხის ჯარისკაცის ისტორია საინტერესო აღმოჩნდა პატარებისათვის, გაეცნენ თანატოლების მარისა და ფრიცის ცხოვრებას, გამოხატეს ემოციები, ისაუბრეს პერსონაჟთა თვისებებზე და ზოგადად წიგნის მნიშვნელობაზე, როგორც მათ მეგზურსა და მეგობარზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ. მათ წიგნის პოპულარიზაციაში თავიანთი წვლილი შეიტანეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

პირველი თემა, რომელსაც ნანა ქიმერიძე ფართო აუდიტორიასთან შეეხება, ჰოსპიტალის დასუფთავება/დეზინფექციაა

 სპეციალურ შეთავაზებები ექნებათ ბაღის პერსონალს ლაბორატორიული და მაღალტექნოლოგიური კვლევების, ისე ექიმთა კონსულტაციის მიმართულებით.

 საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 9 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

აღსანიშნავია, რომ რაც gen z გააქტიურდა, მათი ლექსიკით მეტყველება უფროსებმაც დაიწყეს

„ლაშა ბავშვობიდან ძალიან შრომისმოყვარე იყო, მხიარული და კეთილი. ვუყურებ და ისევ ისეთი ბავშვია - დიდი ბავშვი“...

„საჯარო სკოლებში გამოცდილების გარეშე დასაქმება თითქმის შეუძლებელია, ამ პროფესიაში პირველი ნაბიჯი ალბათ კერძო სკოლა იქნება“

სიახლეები
საზოგადოება