ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შაში ოლიმპიადა გაიმართა
01-03-2024
დაკოპირებულია
-
+
მალხაზ ბუცხრიკიძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ალისუბნის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა ინტელექტუალურ და სპორტულ შეჯიბრებას აქტიურად სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის სპორტის მასწავლებელმა - ლალი დიაკონიძემ ჩაატარა სპორტული ოლიმპიადია შაშში, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეები.
შესარჩევი ტურის შემდეგ გამოვლენილი გამარჯვებულები ფინალურ თამაშში შეხვდნენ ერთმანეთს. თამაშისას მათ სხარტი აზროვნება შესანიშნავად წარმოაჩინეს.
საინტერესო სპორტული შეჯიბრის გამარჯვებულები გახდნენ გოგონათა შორის: თამარ ზარნაძე (მე-4 კლასი), თინათინ რობაქიძე (მე-5 კლასი), ლანა ბერუაშვილი (მე-5 კლასი). ბიჭებს შორის კი - ნიკოლოზ ქოჩერაშვილი (მე-6 კლასი), ნიკოლოზ დიაკონიძე (მე-4 კლასი), ლუკა დიაკონიძე (მე-6 კლასი).
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ოლიმპიადები მოსწავლეებს საჭირო უნარ-ჩვევებს უვითარებს და მოტივაციას უმაღლებს.