მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
კერძო სკოლა „ჰელიოსში“ სასწავლო პროცესი გაჯერებულია როგორც შემეცნებითი, ისე შემოქმედებითი აქტივობებით, რაც მოსწავლეთა დაინტერესებასა და აქტიურობას იწვევს. სკოლაში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ასევე, მოწაფეთა პატიორული სულისკვეთების ამაღლებას.
„შეუძლებელია საქართველოზე ილაპარაკო ისე, რომ ერთხელ მაინც არ ახსენო დიდებული მთა და ბარი. ყველა კუთხე გამოირჩევა განსხვავებული ტრადიციებით, მატერიალური და სულიერი კულტურითა და ადათ-წესებით“, - ამ იდეით განმსჭვალულმა მე-6ბ კლასის მოსწავლეებმა რაჭა-ლეჩხუმის ულამაზ კუთხეში „იმოგზაურეს“.
მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს შთამბეჭდავი მხარე და შექმნეს სარეკლამო პოსტერები, რომლითაც ტურისტებს დააინტერესებენ რაჭა-ლეჩხუმის შესანიშნავი და ულამაზესი ადგილებით.
ამ აქტივობაზე მუშაობის შემდეგ, მოსწავლეებმა გაიაზრეს, რომ საქართველოს ყველა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეს ღრმა ისტორიული წარსული და კულტურული მნიშვნელობა აქვს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცნობილია სამაგისტრო გამოცდასა და საგრანტო კონკურსზე რეგისტრაციის ვადებიც
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა