მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, რაც როგორც მოსწავლეთა ცოდნის ისე, შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურება.
ახლახან, მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგ რუსუდან ოთხოზორიას ორგანიზებით, გამართეს ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც მიეძღვნა გენიალურ ქართველ პოეტს - გალაკტიონ ტაბიძეს. ღონისძიების თემა იყო „... რომ გაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი“...
ერთმანეთს ენაცვლებოდა როგორც თავად გალაკტიონის, ლექსები, ისე მის შესახებ ცნობილი ქართველი პოეტების, საზოგადო მოღვაწეებისა თუ მწერლების მოგონებები.
შესრულდა მუსიკალური ნომრები მოსწავლეებმა მოისმინეს. პოეტთა მეფის წაკითხული ლექსის ჩანაწერი.
ღონისძიების ერთგვარი შეჯამება იყო კადრების ჩვენება დოკუმენტური ფილმიდან - „საუკუნის პორტრეტები“.
ღონისძიება მუსიკალურად გააფორმა პედაგოგმა სოფიო აბულაძემ.
სკოლაში ღონისძიებით აღფრთოვანებას გამოთქვამენ და წარმატებას უსურვებენ თითოეულ მონაწილეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის III ტური 9 მარტს დაიწყება - დეტალები მოსწავლეებისთვის
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ