სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

მცენარეებთან ურთიერთობა ბავშვებს ასწავლის, რომ ამ სამყაროში ადამიანი მარტო არ არის
22-08-2018
-
+


ზურა შევარდნაძე, რომელმაც მებაღეობით გაითქვა სახელი და ერთ–ერთი ულამაზესი ბაღის, „გარდენიას“ მფლობელია, ამბობს, რომ ბავშვებისთვის აუცილებელია მცენარეებთან ურთიერთობა, რათა მათ სამყარო უკეთესად აღიქვან და მზრუნველობის შეგრძნება განუვითარდეთ. 

ზურა შევარდნაძე „გარდენიაში“ სკოლის მოსწავლეებს მასპინძლობს და მათ „მწვანე გაკვეთილებს“ უტარებს. მშობლებს კი მოუწოდებს, ბავშვებს მისცენ საშუალება, მცენარეებზე თავად იზრუნონ.

– ზურა, როგორ შევაყვაროთ ბავშვებს მცენარეებთან ურთიერთობა, რომელი ყვავილი ვუყიდოთ, რომ მისი მოვლა ადვილად შეძლოს?

– თვითონ ბავშვმა უნდა აარჩიოს, რომელი მცენარის მოვლა უნდა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მაგალითზე იზრდება ბავშვი. თუ მშობელი არ ეტრფის და უყვარს ბუნებასთან ურთიერთობა, ბავშვს როგორ მოსთხოვ, მცენარეების სიყვარულს?! ჩემს „გარდენიაში“ მინახავს, როცა ბავშვს დედისთვის მოუთხოვია, ეს მცენარე წავიღოთო, მაგრამ მშობელს უთქვამს, სად უნდა წამოიღო, სად უნდა დადო ან რაში გჭირდებაო. ვფიქრობ, ყველა მშობლის ვალია, მიეხმაროს ბავშვს და მერე ის თვითონ მოძებნის გზას. მე ძალიან გამიმართლა, რომ ოჯახმა მომცა საშუალება, რისი ინტერესიც მქონდა, იმით ვყოფილიყავი დაკავებული. 

– რა თვისებებს ავითარებს ბავშვში მცენარეებთან ურთიერთობა?

– ყველაზე მთავარი შეგრძნება ის არის, რომ ბავშვი არ არის მარტო და ის დიდი სამყაროს ნაწილია. მცენარესაც აქვს უფლება, იცხოვროს, იხაროს, იყვავილოს... ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ მცენარე მხოლოდ იმისთვის არ არსებობს, რომ ადამიანმა ისარგებლოს და გამოიყენოს. მცენარესაც განსაკუთრებული როლი აქვს ამ სამყაროში, ისევე, როგორც შენ, ადამიანს. სინამდვილეში ხომ ადამიანი კი არა, ბუნება, მიწაა მბრძანებელი. სწორედ ამის შეცნობაში ეხმარება ბავშვს მცენარეებთან ურთიერთობა. ადამიანს ჰგონია, რომ ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, სინამდვილეში კი ბუნება, უნდა გაგანებივრებს, ნაყოფს მოგცემს, ფერს და სილამაზეს გაჩუქებს და უნდა, წაგლეკავს. აიხედეთ ცაში – ღრუბლებია. შეიძლება 15 წუთის მერე ისეთი სეტყვა მოვიდეს, მიწასთან გაასწოროს ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი ვართ ამ სამყაროსი და არა ერთადერთი.

თბილისის შემოგარენში არაჩვეულებრივი ადგილებია. ზღაპრული ხეობებია. მაგალითად, კასპის მხარეს. აუცილებელი არ არის, მანქანაში ჩაჯდე და იმით წახვიდე. დიდუბის ავტოსადგურში დგას ყველა სოფლის ავტობუსი. თბილისელი ბავშვების უმრავლესობა სოფელში ნამყოფი არ არის, სოფლის მშრომელი გლეხი არ უნახავთ ბავშვებს. „ვაიმე სუნია“, „ვაიმე წვიიმს“ და გარბიან. მერე რა, რომ წვიმს და თმა გისველდება, რა, ქვეყანა დაიქცევა?! მშობლებისთვის ასეთი რამეების ახსნაც კი გვიწევს... დღეს მსოფლიო პრობლემაა, რომ ბავშვებს არაფერი აინტერესებთ. მე მყავს ახლობელი ოჯახი გერმანიაში, რომლის მშობლებს შეუძლიათ შვილებს შესთავაზონ ყველაფერი, რასაც მოითხოვენ, მაგრამ ბავშვებმა არ იციან, რა უნდათ, ვერ ხვდებიან.

– კორპუსებში, ოთახის მცენარეებთან ურთიერთობა რამდენად უსაფრთხოა ბავშვებისთვის? ამბობენ, რომ ზოგიერთ მცენარეს შხამი აქვს.

– შხამიან მცენარეს თუ ჩარგავ ქოთანში და მერე იმის ფოთოლს შეჭამ, საფრთხის შემცველია, აბა რა არის?!

– და რომელია შხამიანი მცენარეები?

– ავოკაზია, არმა, სინგონიუმიც ცოტა შხამიანია. დიფენბახიაზე ამბობენ, რომ შხამიანია, თუმცა მისით მკვდარი კაცი არ მინახავს. ამბობენ, რომ მისი ლორწოვანი წვენია შხამის შემცველი, მაგრამ მსხლის ფოთოლი რომ შეჭამო, ისიც გაგიხეთქავს კუჭს. ნეკერჩხლის, ტირიფის, ვარდის ფოთოლიც რომ შეჭამო, აუცილებლად გაწყენს. არ უნდა შეჭამონ ოთახის მცენარეების ფოთლები და არაფერს უზამთ. მწვანე ფოთლები არც უნდა ჭამონ და არც თვალში უნდა ამოისვან.

– როგორ უნდა მოვუაროთ ოთახის მცენარეებს, რა არის მთავარი წესი?

– საუკეთესო რეცეპტი ის არის, რომ მოუსმინო მცენარეს. თვითონ გიკარნახებს, რა და როგორ სჭირდება. მცენარეს ყურადღება სჭირდება. თუ ყურადღებიანი ხარ მცენარის მიმართ, ის თვითონ გიკარნახებს, მიწის შეცვლა სჭირდება, შია თუ სწყურია. ფოთლები გამოუშრება და მიგახვედრებს, რომ შია და საკვები უნდა. ფოთლებს რომ ჩამოუშვებს, მიხვდები, რომ წყალი აკლია...

ფანჯრის რაფაზეც შეიძლება ყვავილების სამყარო გქონდეს. ყველას ხომ არ აქვს იმის საშუალება, რომ ბაღი ჰქონდეს?! 1-ლი მარტიდან, საგაზაფხულო სეზონს ვიწყებთ და დეკემბრამდე აქ, ბაღში ვცხოვრობთ. აქ მცენარეებზე შეყვარებული იმდენი ადამიანი მუშაობს, საკმარისია აქ მომსვლელი ყველა ბავშვისთვის, რომ ეს სამყარო შეიყვაროს. თუ ამ საქმეს არ შეიყვარებს, სიყვარულის სწავლა მაინც გაუადვილდება. სიყვარული ისწავლება, სხვათა შორის. გიყვარდეს, უყვარდე, სხვასაც შეაყვარო თავი – შეიძლება, ადამიანმა ეს ისწავლოს. აქ გაცილებით ადვილია ამ გრძნობით ცხოვრება, რადგან ყველა ერთგულად და თავგადადებულად შრომობს. ბავშვებს ვეუბნები ხოლმე, თავგადადებული შრომა ძალიან მისაბაძი თვისებაა-მეთქი და უკვირთ, თავი რატომ უნდა გადავდოთო. ბავშვებმა არ იციან ასევე სიტყვა „უხერხულიას“ მნიშვნელობა. ვეუბნები ხოლმე, ნახეთ, რწყავს და ნუ შევაწუხებთ უხერხულია-თქო და მეკითხებიან, ეგ სიტყვა რას ნიშნავსო. ადამიანური თვისებები იკარგება, რაც ძალიან სამწუხაროა.

– ბავშვებს ყველაზე მეტად რომელი მცენარეები მოსწონთ?

– ბრდღვიალა, ფერადი და კაშკაშა ყვავილები მოსწონთ. ბავშვებს უნდა აუხსნა, თითოეული მცენარის განსაკუთრებულობა და საითკენაც მიახედებ, ის დააინტერესებს. ჩემი ბაღიდან რომ მცენარეები მიაქვთ ბავშვებს, მინდა ის მათთვის განსაკუთრებული იყოს. მხოლოდ ერთი ემოციისა და გართობისთვის რომ მიაქვთ, მენანება. იშვიათად მხვდებიან ბავშვები, ვისაც რამე დაუთესავს. რომ ვეკითხები, თუ აქვთ მცენარეები, მპასუხობენ, კი, ბებოს აქვსო. შენ თუ გაქვსო, რომ ჰკითხავ, გპასუხობს, მე - არაო. არადა აუცილებელია ობიექტი, რომელზეც ბავშვი იზრუნებს. მე დიღმის ბაზარში დავდივარ შაბათ-კვირაობით და იქ ვყიდულობ პროდუქტებს, რადგან ამ დღეებში ჩამოდიან გლეხები და კარგი, ნატურალური პროდუქტები ჩამოაქვთ. იქ ცხოველების ბაზრობაზე ვხედავ, მშობლები მოდიან და ბავშვებისთვის ყიდულობენ თუთიყუშებს, ზაზუნებს, სხვა ცხოველებს და მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი გაართონ. გართობა კი არ უნდა იყოს მთავარი, არამედ ზრუნვა, მოვლა. პასუხისმგებლობა უნდა განუვითარდეს ბავშვს, რომ ის ცხოველი თუ მცენარე მასზეა დამოკიდებული.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება