მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მორიგი საინტერესო აქტივობა გაიმართა.
სკოლაში, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლის - ნატალია გორდაძის ინსტრუქციით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედის დღესთან დაკავშირებით, მისალოცი ბარათები დაამზადეს, ხოლო კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებლის - ნანა ნოსელიძის ჩართულობით, უფროსკლასელებმა Canva-ს გრაფიკული დიზაინის ინსტრუმენტის მზა შაბლონებში ფერების, შრიფტების, სურათებისა და სხვა ელემენტების გამოყენებით, ციფრული მისალოცი ბარათები შექმნეს.
როგორც სკოლაში ამბობენ, ხელოვნებასთან დაკავშირებული აქტივობები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა თვითგამოხატვისა და ემოციური კეთილდღეობის ეფექტური საშუალებაა. გარდა ამისა, ტექსტურებთან, ფერებთან და მასალებთან მუშაობა ხელს უწყობს ვიზუალური აღქმისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
გარდა ამისა, ჟესტური ენის თარჯიმანმა - ნინო გვილავამ მოსწავლეებს დედის დღის აღნიშვნის ტრადიციასთან დაკავშირებული ინფორმაცია გააცნო, კერძოდ ის, რომ დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ანტიკურ საბერძნეთში იღებს.
„3 მარტი დედისადმი სიყვარულის გამოხატვის დღეა. სკოლა ყველა დედას ულოცავს ამ დღეს! დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ინიციატივით ცალკე აღინიშნება. დედის დღის აღნიშვნის თარიღები განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში. უმეტესად მას მარტში და მაისში დღესასწაულობენ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ