მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლაში, პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში, საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა.
პროექტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება, შეხვედრა კი 28 თებერვალს მოეწყო.
შეხვედრას უძღვებოდნენ მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები: სერჟანტი მამუკა ჩაჩანიძე და სერჟანტი გიორგი პეტრიაშვილი.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ჯარისკაცებმა მოსწავლეებს სალექციო ფორმატში პრეზენტაციის სახით თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრისა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ნატო-საქართველოს ურთიერთობები გააცნეს და საერთაშორისო მისიებში, საერთაშორისო სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ესაუბრნენ.
მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნული გმირების გმირობის ისტორია უშუალოდ ჯარისკაცებისგან მოისმინეს.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მიღების, საკუთარი შეხედულებების დაფიქსირებისა და თემატურად მომზადებულ-შერჩეული, მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეომასალის ხილვის შესაძლებლობა შესთავაზეს.
შეხვედრის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამახსოვრო სიმბოლური ბლოკნოტებით დაასაჩუქრეს მოსწავლეები.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ