მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში, აქტურად მუშაობს ინგლისურენოვანი კლუბი - Young Speaker.
ამჯერად, სკოლაში, კლუბის ინიციატივით, კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა, თემაზე - „ადამიანის უფლებები“.
მოსწავლეებმა ისაუბრეს უფლებებზე, განიხილეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანმა იცოდეს თავისი უფლებები, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელ და განვითარებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით იყვნენ ჩართულნი და აქტიურად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ