მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების ხელოვნებით დაინტერესებას, სწორედ ამ მიზნით კი, სკოლაში საინტერესო კინოჩვენება მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში სასკოლო პროექტის „CineDOC სკოლა - დოკუმენტური ფილმები განათლებისათვის“ ფარგლებში, სასკოლო კლუბის - „CineDOC-ალპანა“ წევრებისთვის ფილმის - „გოგონა გრავიტაციის წინააღმდეგ“, ჩვენება მოეწყო.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ფილმიდან, მიზანსწრაფული 11 წლის გოგონას გზავნილები, რომელსაც სურს აიხდინოს თავისი ოცნება გახდეს წარმატებული აკრობატი, დასახული მიზნის მისაღწევად კი თავდაუზოგავად იბრძვის, მოსწავლეებისათვის ერთგვარ შთაგონებადაც იქცა.
„თუ გინდა აკრობატი გახდე, მომთმენი უნდა იყო! საკუთარი თავის რწმენა გქონდეს და მზად იყო გამოწვევებისთვის! ...მიზნის მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია,...საქმის კეთება უნდა განაგრძო და გაიმარჯვებ!...“, - ამ სიტყვებით, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰქონდეთ მიზანი და იბრძოდნენ მის მისაღწევად.
სკოლაში გვიყვებიან, რომ ჩვენებას გულგრილად ნამდვილად არ ჩაუვლია, ფილმის ჩვენებას ერთნაირი ინტერესით ესწრებოდნენ მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც, დასრულებისას კი, დისკუსია გაიმართა.
სკოლაში მადლობას უხდიან CinéDOC-Tbilisi-ს ამ შესაძლებლობისათვის.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ