მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები ფრანგულ ენას ხალისით სწავლობენ. მათ სასწავლო მოტივაციასა და ხარისხიან განათლებაზე ფრანგული ენის მასწავლებლები - რუსა კილაძე და თეონა ჩაკვეტაძე ზრუნავენ, რომლებიც მოწაფეებს საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-6 კლასელები სტუმრობდნენ საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის მედიათეკას.
მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებაში - „აღმოაჩინე მედიათეკა“, სადაც შესაძლებელია ბავშვები შეეცნონ მედიათეკის საინტერესო სივრცეებს, უყურონ ანიმაციას - Le Peau d’âne და წაიკითხონ და გაიგონ პატარა გამოცანა ფრანგულ ენაზე.
მოსწავლეები მედიათეკიდან დაბრუნდნენ წიგნებით სავსე ჩემოდნით. მედიათეკის ეს ახალი წამოწყება, მოსწავლე-მასწავლებლებს კლასგარეშე ლიტერატურაზე მუშაობის საშუალებას აძლევს.
ღონისძიებას ორგანიზება წმინდა ნინოს სახელობის სკოლის ფრანგული ენის მასწავლებლებმა - რუსა კილაძემ და თეონა ჩაკვეტაძემ გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ