მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს მასალების მიღებას სახელმძღვანელოსთვის, რომელიც ხელს შეუწყობს სკოლებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დანერგვას და გააერთიანებს სკოლაში დემოკრატიული კულტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებულ თეორიულ თუ პრაქტიკულ რეკომენდაციებს.
მასალების გამოგზავნა შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს.
შეგიძლიათ გამოგზავნოთ სხვადასხვა საგნის გაკვეთილის გეგმები, აქტივობები, მეთოდები, სტრატეგიები, პროექტები, კვლევები, როგორც ფორმალური, ასევე, არაფორმალური განათლების ფარგლებში.
გაგზავნილ მასალაში აუცილებლად მიუთითოთ თქვენი გეგმის/აქტივობის/მეთოდის/სტრატეგიის/პროექტის: სახელწოდება; მიზანი; სამიზნე კომპეტენციები; რესურსები; მისაღწევი შედეგები; აღწერა; რეფლექსია; ჰიპერბმული, რომელიც მოიცავს თქვენი გეგმის/პროექტის/საქმიანობის ამსახველ ვიზუალურ მასალას; საკონტაქტო ინფორმაცია.
მასალები მიიღება 2024 წლის 15 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: rfcdcinschools@outlook.com.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ