მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.
პედაგოგები აქტივობას ხშირად მიმართავენ, რადგან მიდგომა მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს უვითარებს და კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას მოითხოვს.
ახლახან, ითხვისის N1 საჯარო სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა - ხათუნი ასანიძემ განახორციელა პროექტი - „წიგნი თუ კომპიუტერი“.
„ვაწარმოე დაკვირვება, რის შედეგადაც გამოიკვეთა ბავშვების დაინტერესება წიგნის და კომპიუტერის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ“,- გვიყვება პედაგოგი.
მოსწავლეებმა, პროექტის ფარგლებში ჩაატარეს გამოკითხვა და მასწავლებლებს ჩამოართვეს ინტერვიუ კითხვაზე - რომელს ანიჭებდნენ უპირატესობას წიგნს თუ კომპიუტერს? შემდეგ, სოფლის ბიბლიოთეკაში გასვლითი აქტივობა დაიგეგმა, სადაც მოსწავლეებმა ბიბლიოთეკართან ინტერვიუ ჩაწერეს.
„ვესტუმრეთ ქალაქ ჭიათურის მთავარ საბავშვო ბიბლიოთეკას, სადაც ბიბლიოთეკართან ერთად ვისაუბრეთ წიგნისა და კომპიუტერის მნიშვნელობაზე ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, გამონათქვამები წიგნებზე, დაათვალიერეს წიგნსაცავი, გაეცნენ ბიბლიოთეკის მუშაობის სპეციფიკას. შემდეგ ვესტუმრეთ ჭიათურის კომპიუტერულ სასწავლო ცენტრს, სადაც ცენტრის ხელმძღვანელი შოთა კიკნაველიძე მოსწავლეებს ესაუბრა ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მის საჭიროებაზე თანამედროვე ცხოვრებაში. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, გამოიკვეთა პროცენტობა - წიგნი და კომპიუტერი ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენელია“,- დასძენს მასწავლებელი.
მოსწავლეებმა ააგეს წრიული დიაგრამა, დაამზადეს ბუკლეტები, რომელებიც პროექტის წარდგენის დღეს დამსწრე საზოგადოებას დაურიგეს. საინფორმაციო ბროშურებში ასახული იყო ინფორმაცია წიგნისა და კომპიუტერის საჭიროებაზე.
თითოეულმა ჩატარებულმა აქტივობამ დიდი შთაბეჭდილება დატოვა მოსწავლეებზე.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ