მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
3 მარტს საქართველოში გაზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს - დედის დღეს აღვნიშნავთ.
თბილისის N31 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნათია აბულაძის ხელმძღვანელობით, დედის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს.
ღონისძიება სახელწოდებით - „დედაშვილობის ზღაპარი“ ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სიყვარულისა და სითბოს გამოხატვას ემსახურებოდა.
„დე-და ერთი ჯადოსნური სიტყვის 2 მარცვალი, იმედს, თანადგომას, თანაგანცდას, სიყვარულსა და ყველა სიკეთეს უდრის“, - აღნიშნეს მოწაფეებმა და მშობლებს სიამაყის საფუძველი კიდევ ერთხელ მისცეს.
ბავშვები დედებისა და დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ - მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს მუსიკალური ნომრები, საალერსო სიტყვებით მიულოცეს დედებს მათი დღესასწაული და დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ