„აჩუქე მეორე სიცოცხლე მეორად ნივთებს“- ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
04-03-2024
დაკოპირებულია
-
+
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ, შესაბამისად, ამ მიმართულებით, არაერთი საინტერესო და გამორჩეული ღონისძიება იმართება.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ნარჩენი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, რის გამოც ყოველწლიურად ათასობით ცხოველი იღუპება. სწორედ ამიტომ, სკოლაში ეკოკლუბ „მწვანე გუნდისა“ და მისი ხელმძღვანელის - თეონა მახარაძის ინიციატივით, კონკურსი - „აჩუქე მეორე სიცოცხლე მეორად ნივთებს“ ჩატარდა.
მასში დაწყებითი კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათი ნამუშევრები ჟიურის მიერ წინასწარ შერჩეული კრიტერიუმების და კლასების მიხედვით შეფასდა. ყველა მონაწილე კლასს სიგელი გადაეცა.
„კონკურსის მიზანი იყო მეორადი, გამოუსადეგარი ნივთებისთვის ფუნქციის მინიჭება, სწორედ ამიტომ ეკოკლუბთან ერთად, შევადგინე კონკურსში მონაწილეობის და შეფასების კრიტერიუმები, ნამუშევრები ერთიმეორეზე უკეთესი იყო, გამოჩნდა მოსწავლეთა უსაზღვრო ფანტაზია და ხედვა, ჟიურის წევრები და მთელი სასკოლო საზოგადოება მოხიბლული დარჩა“,- ამბობს ეკოკლუბის ხელმძღვანელი და დაწყებითი კლასის მასწავლებელი თეონა მახარაძე.